ეს ყველაფერი ვაკოში აღმოვაჩინეთ - ყაზაიშვილი ოფიციალურად "სან ხოსეს" ფეხბურთელია

AutoSharing Option
24 წლის ქართველი ფეხბურთელი ვაკო ყაზაიშვილი ამერიკული "სან ხოსეს" ფეხბურთელი გახდა.

ამის შესახებ ინფორმაციას ამერიკული კლუბის ოფიციალური ვებგვერდი ავრცელებს.

"ახალგაზრდა შემტევ ფეხბურთელს ვეძებდით, რომელიც აღაფრთოვანებდა გულშემატკივარს და ჩვენთან დიდი ხნით დარჩებოდა. ეს ყველაფერი კი ვაკოში აღმოვაჩინეთ.

გვინდოდა ისეთი მოთამაშე, რომელსაც ფეხბურთელის მოტყუება და ჩვენს თამაშში ნაპერწკლის შეტანა შეუძლია", - განაცხადა კლუბის გენერალურმა მენეჯერმა ჯესი ფიორანელიმ.

შეგახსენებთ, რომ ვაკო ყაზაიშვილმა გასული სეზონი იჯარის წესით ვარშავის "ლეგიაში" გაატარა. ვაკო "ლეგიასთან" ერთად ქვეყნის ჩემპიონი გახდა, მაგრამ გუნდში სათამაშო პრაქტიკის ნაკლებობა ჰქონდა. ქართველი ფეხბურთელი
არნემის "ვიტესს" ეკუთვნოდა.

"სან ხოსე" დასავლეთ კონფერენციაში 16 ტურის შემდეგ 20 ქულით მე-7 ადგილზე იმყოფება.
მკითხველის კომენტარები / 26 /
რაღა დროს ამის იმედის მომცემობაა,მგონი 26 წლისაა."იმედის მომცემი" ქვია 18-19 წლის ფეხბურთელს.მაგ."დინამოელ" ჩაკვეტაძეს.ამის მატარებელმა კი დიდი ხანია ჩაიარა,ისევე როგორც ყენიასმა. წარმატებებს ვუსურვებ.
mamulo
23 ივნისი 2017 13:30
0
უცნაურია და დასანანია რომ ასეთი ნიჭიერი ფეხბურთელი ევროპის რომელიმე ნორმალურ გუნდში არ აგრძელებს თამაშს
ალეკსანდრე
23 ივნისი 2017 13:20
0
არამგონია რომ ვაკო იქედან დაბრუნდება ევროპაში ფულს იშოვის და დაანებებს ფეხბურთსს თავს
nika
23 ივნისი 2017 13:15
0
მართალია, ამერიკული ლიგა კარიერის დასასრულია. მინდა დავიჯერო, რომ ყაზაიშვილი დაუბრუნდება უკეთეს ჩემპიონატს.
მერაბი
23 ივნისი 2017 13:11
0
წარმატებები ვაკოს, იმათი "ბოღმის" ბუშტის გასახეთქად, ვინც სერბეთთან თამაშის შემდეგ "ჩამოწერა"... მოლდოვასთან დაუმტკიცა მათ...
tngh
23 ივნისი 2017 12:58
0
ესეც ასე, ერთერთი ყველაზე იმედის მომცემი ქართველი ფეხბურთელი კარიერას პენსიონერებეის თავშესაფარში, ამერიკაში აგრძელებს,თუმცა ჩინეთს სჯობს.

ასე თუ ისე წარმატებები ვაკო!
ირაკლი
23 ივნისი 2017 12:31
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული