პორტუგალიური მედია: გიორგი მაკარიძე შესაძლოა "დეპორტივოში" გადავიდეს

AutoSharing Option
პორტუგალიური მედია ამტკიცებს, რომ გიორგი მაკარიძემ კარიერა შესაძლოა, პრიმერადივიზიონის ლა კორუნიის "დეპორტივოში" გააგრძელოს.

მედია მეტ დეტალს არ ახმაურებს, თუმცა აღნიშნულია, რომ მეკარეს სხვა ვარიანტებიც აქვს.

შეგახსენებთ, რომ მაკარიძემ სამი სეზონი გაატარა პორტუგალიაში, ორი "ფეირენშეში", ერთიც "მორეირენშეში", სადაც ბრწყინვალედ იასპარეზა, გუნდთან ერთად მოულოდნელად ლიგის თასიც მოიგო და უკეთესი კლუბებიც დააინტერესა.

მისი სავარაუდო ტრანსფერი "ბენფიკაში" არ შედგა, გუნდმა "ატლეტიკოდან" ანდრე მორეირა დაიმატა. ჩაიშალა თითქმის გაჩარხული ტრანსფერი "ბრაგაშიც", რადგან ფეხბურთელი კლუბს პირად კონტრაქტზე ვერ შეუთანხმდა. მაკარიძე კონტრაქტით 2018 წლის ზაფხულამდე ეკუთვნის "მორეირენშეს".

რაც
შეეხება "დეპორტივოს", ამ ეტაპზე კლუბში ორი გამოცდილი გოლკიპერი ირიცხება - პოლონელი პჟემისლავ ტიტონი და ესპანელი რუბენი.
მკითხველის კომენტარები / 1 /
არ დაადგა საშველი.
gigo
08:31 11-07-2017
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული