გვინდოდა გამარჯვება, მაგრამ... - ცხადაძის კომენტარი "შკენდერბეუსთან" მატჩის შემდეგ

AutoSharing Option
ალმათის "ქაირათის" მთავარმა მწვრთნელმა კახა ცხადაძემ "შკენდერბეუსთან" (0:2) ევროპის ლიგის მეორე საკავლიფიკაცო ეტაპის საპასუხო მატჩის შემდეგ კომენტარი გააკეთა.

"მეტოქემ დამსახურებულად მოიგო და შემდეგ ეტპაზე გვიადა. ვულოცავთ მათ. გვინდოდა გამარჯვება, მაგრამ "შკენდერბეუმ" ჩვენზე უკეთ ითამაშა. დღეს ბევრი რამე არ გამოგვივიდა, განსაკუთრებით შეტევაში თამაში", - მოჰყავს ცხადაძის სიტყვები კლუბის ოფიციალურ ვებგვერდს.

აღსანიშნავია, რომ საპასუხო მატჩამდე გამოცემა Vesti.kz წერდა, რომ თუ "ქაირათი" ევროპის ლიგას გამოეთიშებოდა კახა ცახადაძის გაშვების საკითხი დადგებოდა. გამოცემა წყაროდ კლუბთან დაახლოებულ პირს ასახელებდა.

- ლეგიონი ევროპის ლიგაზე: აქაც კრახი!
მკითხველის კომენტარები / 6 /
ქაირატს რომ ბიუჯეტი აქვს ამხელა ბიუჯეტი რომელიმე ქართულ კლუბს რომ ჰქონდეს ჩემპიონთა ლიგაზე ჯგუფში თამაშს მოვთხოვდით.
gode
21 ივლისი 2017 16:30
0
დიდი ხანია ვამბობ ეს არის ამ კაცის მაქსიმუმი. უშედეგო შემტევი ფეხბურთი.ქეცბაიასთან ამის შედარება არ შეიძლება.
Tb
21 ივლისი 2017 15:47
0
არ არის ცხადაძე მაღალი კვალიფიკაციის მწვრთნელი, არცერთ კლუბში სადაც კი უმუშავია შედეგი არ ქონია ევროსარბიელზე, არადა ალმაატა შემადგენლობითაც და ბიუჯეტითაც ბევრად ჯობია შკენდერბიუს. გეგუჩაძე ბევრად ჯობია!
დათო-რუსთავი
21 ივლისი 2017 15:38
0
torpedos iseti kvalificiuri mcvrtneli roporic iko htelini ar kolia am mokle monakvethi da arc ekoleba karga xans kide.
. . . . .
21 ივლისი 2017 14:53
0
გამოუშვებენ ეხლა ამას და ებდღვნას დინამო და ტორპედო ესეთი მწვრთნელი არ გვყავს ჩვენ ჩემპიონატში.
gia
21 ივლისი 2017 12:50
0
კახა რა გინდა კაზახეტში ჩამოდი ტორპედო
gela
21 ივლისი 2017 12:45
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული