თუმცა მედიის ინფორმაციით, ეს კიდევ ერთი ნიშანია, რომ ქართველი კლუბს დატოვებს და სხვაგან გადავა.
აი, რა კომენტარი გააკეთა "მორეირენშეს" თავკაცმა მანუელ მაშადომ: "მაკარიძე? ან ის იქნება კარში მომავალ სეზონში, ან მისი ალტერნატივა. ვნახოთ, როგორ განვითარდება მოვლენები".
შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრების გოლკიპერით "ბენფიკა", "ბრაგა" და "დეპორტივო" იყვნენ დაინტერესებულნი.