ტრანსფერი: ლაშა დვალი შჩეცინის "პოგონში" გადავიდა

AutoSharing Option
ლაშა დვალი შჩეცინის "პოგონის" ფეხბურთელი გახდა. მან ახალ კლუბთან 2,5-წლიანი კონტრაქტი გააფორმა და მისი პრეზენტაციაც შედგა.

22 წლის მცველი "შლიონსკში" თამაშობდა, რომელმაც იგი ყაზახეთში გაანათხოვრა, თუმცა გასულ თვეში უკან დაიბრუნა.

"ამ პოზიციაზე გაძლიერება გვსურდა და უნდა აგვერჩია ან დვალი ან ასტიცი. ჩვენ არჩევანი ახალგაზრდა ფეხბურთელზე გავაკეთეთ. ლაშა დიდი ხანია, გვაინტერესებდა. ბოლო დღეებში კი "შლიონსკი" ტრანსფერს დადებითად გამოეხმაურა", - განაცხადა მაციეი სტოლარჩიკმა "პოგონის" დირექტორმა.

შეგახსენებთ, რომ "პოგონში" ირიცხება კიდევ ერთი ქართველი მათე ცინცაძე, დვალი ახალ გუნდში 25-ნომრიანი მაისურით ითამაშებს.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული