გიორგი მიქაუტაძის სანაკრებო დებიუტი ისევ ბელგიური მედიის ყურადღების ქვეშაა. როგორც "
walfoot" წერს, ქართველ თავდამსხმელს სიხარული იმედგაცრუებად ექცა, რადგანაც შვედეთთან მატჩის შემდეგ, ტრავმირებულს, კლუბში დაბრუნება მოუწია. გამოცემა "სერენის" ფორვარდის სიტყვებს ციტირებს:
"საქართველოს ნაკრებში ყველამ მეგობრულად მიმიღო და ამით ძალიან გახარებული ვარ. ეს ჩემთვის კარგი გამოცდილება იყო".
სტატიაში ხაზგასმულია, რომ საქართველოს ნაკრების ფორმის მორგებით, თავდამსხმელი ძალიან ამაყია.
წყარო: walfoot