კლუბის ოფიციალური გვერდი წერს:
"ის არის მოთამაშე, რომელიც ჩვენს სათამაშო სტილს კარგად ერგება. მიქელთაძე იმ ასაკშია, როცა მხოლოდ თამაშის გაუმჯობესებას აპირებს. მის დებიუტის მოუთმენლად ველით."
ბექა მიქელთაძე: "ბედნიერი ვარ იმ რწმენით, რაც "ნიუკასლმა" ჩემ მიმართ გამოამჟღავნა. აქაური ხალხის შესახებ ბევრი საინტერესო რამ მოვისმინე. ყველაფერს გავაკეთებ, კლუბმა რაც შეიძლება მაღალი ადგილი დაიკავოს."
გასულ სეზონში "ნიუკასლ ჯეტსი" ავსტრალიის ჩემპიონატის ერთ-ერთი აუტსაიდერი იყო. გუნდში რამდენიმე ლეგიონერი ირიცხებოდა,
ბექა მიქელთაძის უკანასკნელი კლუბი ბერძნული "ქსანთი" იყო, მანამდე კი ვოლგოგრადის "როტორში", ყაზანის "რუბინში", "ანორთოსისში", "რუსთავსა" და თბილისის "დინამოში" უთამაშია. მიქელთაძეს საქართველოს ნაკრების შემადგენლობაში, ერთა ლიგის ეგიდით, ორი მატჩი აქვს ჩატარებული და "ჯვაროსნების" პოტენციურ წევრად მიიჩნევა.