მერაბ ჟორდანიამ გუნდი სამართავად ერვინ კაზაკოვსკის ჩააბარა

AutoSharing Option
არნემის "ვიტესმა", რომლის მფლობელი და პრეზიდენტი მერაბ ჟორდანია გახლავთ, ევროპალიგის შესარჩევში თამაშის უფლება მოიპოვა, მეორე შესარჩევ ეტაპზე პლოვდივის "ლოკომოტივს" დაუპირისპირდება.

"ვიტესში" ახალი მწვრთნელი, გამოცდილი ფრედ რუტენი მივიდა. გარდა ამისა, ჟორდანიამ გვერდში ახალი კადრი ამოიყენა - გერმანელი ერვინ კაზაკოვსკი, ვინც გუნდის მმართველი იქნება.

კაზაკოვსკიმ მცირე ინტერვიუ მისცა ერთ-ერთ ჰოლანდიურ გამოცემას.

"ჩემი და მერაბის უფლებამოსილება ასეთია: კარგია, რომ წინა სეზონში ჰოლანდიის ჩემპიონატში მეშვიდე ადგილზე გავედით, პლეი ოფშიც ვიმარჯვეთ, მაგრამ ეს მხოლოდ დასაწყისია.

ფრედ რუტენთან გვქონდა საუბარი იმის შესახებ, თუ რა გვინდა. გეზი
გუნდის გაძლიერებისკენ გვაქვს აღებული",
- უთქვამს კაზაკოვსკის.

"ვიტესმა" ახალი მწვრთნელიც აიყვანა - პატრიკ გრივი. ის ახალგაზრდებთან დასაქმდება და მათ პირველ გუნდში დაწინაურებაზე ინდივიდუალურადაც იმუშავებს.

გრივს "პორტოში", პსვ-ში, "ატლეტიკოში" და მილანის "ინტერშიც" უმუშავია ამ მიმართულებით. მოგეხსენებათ, "ვიტესი" ქართველი ტალანტების აყვანაში უკვე გაწაფულია და გრივის იქ მისვლაც, ალბათ, უმნიშვნელო ამბავი არ უნდა იყოს.

ჩემი და მერაბის უფლებამოსილება (იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

არნემის "ვიტესის" ახალმა მწვრთნელმა ქართველები ძირითადში არ ათამაშა
გიორგი ჭანტურია არნემის "ვიტესიდან" ჯერ არ მიდის
ვიტესელ ქართველებს მწვრთნელად ფრედი რუტენი დაუნიშნეს
გურამ კაშია სტუმრად "ლელოსთან": ჰოლანდიურ ფეხბურთში ასე არ ხდება...
ვალერი ყაზაიშვილი: ფრანგული "ლიონის" ინტერესზე მეც სხვებისგან შევიტყვე...
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული