კახა ცხადაძე საქართველოს ნაკრებში თემურ ქეცბაიას არ შეცვლის, ერთი წელი მაინც...

AutoSharing Option
კახა ცხადაძემ ბაქოს "ინტერთან" კონტრაქტი კიდევ ერთი წლით გაახანგრძლივა. არადა, აზერბაიჯანის ჩემპიონატში კოშმარული სტარტის გამო მის გადადგომას ვარაუდობდნენ. მეტიც - ეს იყო არა მხოლოდ ხმები, არამედ თავად ცხადაძის სურვილიც.

საინტერესოა, რომ გუნდმა, რომელიც ყველაზე საიმედო დაცვით გამოირჩეოდა, წლეულს ჩატარებულ 8 ტურში 15 გოლი გაუშვა. თუმცა ისიც სათქმელია, რომ მიმდინარე სეზონში ცხადაძის გაწვრთნილებმა ბევრიც (14 გოლი) გაიტანეს, რაც ამ გუნდს ასევე არ ახასიათებდა.

8 ტურის შემდეგ 2 მოგება, 1 ფრე და 5 წაგება და ბოლოდან მესამე ადგილი 10-გუნდა ჩემპიონატში - ასეთია
ცხადაძის "ინტერის" მონაგარი ამ მომენტისთვის. აღსანიშნავია ისიც, რომ თითქმის ყველა წაგებულ შეხვედრაში ანგარიში ცხადაძის შეგირდებს მიჰყავდათ.

ამ ყველაფრის შემდეგ ქართველი სპეციალისტის გადადგომა, ერთი შეხედვით, ლოგიკურიც იყო.

როგორც გავიგეთ, ცხადაძემ "ინტერის" მეპატრონეს სწორედ გადადგომის მოთხოვნით ორჯერ მიმართა. მეპატრონემ კი პირიქით - ჯერ განცხადება არ მიიღო, მერე კი... სულაც კონტრაქტის გაგრძელება შესთავაზა.

ამ ფაქტით ირიბად გაბათილდა ბოლო დღეებში გავრცელებული ხმები იმის შესახებ, თითქოს ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელის, თემურ ქეცბაიას ადგილზე ფეხბურთის ფედერაცია სწორედ ცხადაძის კანდიდატურას მოიაზრებდა.

შეგახსენებთ, რომ 1990-იანი წლების საქართველოს ეროვნული ნაკრების კაპიტანი ბაქოს "ინტერს" 2009 წლიდან ჩაუდგა სათავეში და პირველსავე სეზონში (2009/10) ჩემპიონობა მოაპოვებინა, ხოლო შემდეგ იყო ბრინჯაოს მედალი (20012/13), უფრო ადრე კი (2011) "ინტერმა" "თანამეგობრობის თასიც" მოიგო.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 2 /
რისთვის უნდა ჩამოვიდეს ამ ნაკრებში რომ გალანძღონ და აგინონ? მოურინიოც რომ მოვიდეს შედეგი არ იქნება იმიტომ რომ ჩამორჩენილია ჩვენი ფეხბურთის დონე,საზღვარგარეთ სტაჟირებაზე გაუშვით ბავშვთა მწვრთნელები რომ დიდებს შედეგი ქონდეთ
0
ქეცბაიაზე უკეთესი ვერ მოვა ჩვენს ნაკრებში ვერასდროს..პირველი ტაიმის მერე დაღლილობა ეტყობათ ისე რომ პასის გაკეთების თავიც აღარ ააქვს და ქეცბაიამ რა უნდა ქნას..არ სეგვიძლია მეტი და ამბიციები რატო გვაქ საინტერესოა
apasna
14:56 02-10-2013
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული