"კახა ცხადაძე და მისნაირები უნდა ხვდებოდნენ, რომ პურს აზერბაიჯანი აჭმევთ!"

AutoSharing Option
აზერბაიჯანის ჩემპიონატის XII ტურში ბაქოს "ინტერმა", რომელსაც კახა ცხადაძე წვრთნის, ლენქორანის "ხაზარს" უმასპინძლა და ანგარიშით 3:1 გაიმარჯვა.

თამაშის დასრულების შემდეგ ინციდენტი მოხდა, რომელიც ქართველ სპეციალისტს უკავშირდება. აზერბაიჯანული მედიის ცნობით, ცხადაძემ მეტოქე გუნდისა და გულშემატკივრების მისამართით უხამსი ჟესტი შეასრულა, რისთვისაც "ხაზარის" სპორტულ დირექტორთან, იუნის ჰუსეინოვთან მოუხდა "საქმის გარჩევა". ადგილობრივი საიტების ცნობით, ინციდენტში პოლიციაც ჩაერია.

რა და როგორ იყო სინამდვილეში, ვერაფერს გეტყვით, მხოლოდ მომხდარზე ცხადაძისა და ჰუსეინოვის კომენტარებს შემოგთავაზებთ. განსაკუთრებით კი, ყურადღებას ამ უკანასკნელზე გავამახვილებთ, რომელიც, რბილად რომ ვთქვათ, სამარცხვინო პირველ რიგში,
მისი მთქმელისთვისაა...

"ვერ მივხვდი, რატომ აჩვენა ცხადაძემ ის ჟესტი მატჩის მიწურულს. დღეს "ინტერმა" მოიგო და ვულოცავ. რა საჭირო იყო ასეთი პროვოკაციები?

ისეთები, როგორიც კახაბერ ცხადაძეა, უნდა ხვდებოდნენ, რომ პურს აზერბაიჯანი აჭმევთ და აქ მსგავს ჟესტებს არ უნდა აკეთებდნენ. ეს საქციელი დაუსჯელი არ უნდა დარჩეს.

მინდოდა ცხადაძისთვის ამ ყველაფრის ახსნა, მაგრამ მან ჩემკენ მუშტებით გამოიწია. რატომ ვაძლევთ ასეთ ხალხს ამდენის უფლებას?" - აქვეყნებს ჰუსეინოვის ნათქვამს azerifootball.com-ი.

იგივე გამოცემა კახას კომენტარსაც აქვეყნებს ასეთი სათაურით: კახა ცხადაძემ უკან დაიხია.

"ტრიბუნებსქვემოთ ოთახში, იუნის ჰუსეინოვისა და "ხაზარის" სხვა წარმომადგენლებისგან გაკვეთილის მიღების შემდეგ, "ინტერის" მთავარი მწვრთნელი პრესკონფერენციაზე სულ სხვანაირად ალაპარაკდა:

"ჩემი ჟესტი მხოლოდ სიხარულის გამოხატულება იყო და ის მიზნად მეტოქის შეურაცხყოფას სულ არ ისახავდა. ძალიან დიდ პატივს ვცემ "ხაზარს" და არასდროს შეურაცხვყოფ არც ამ კლუბს და არც მის გულშემატკივრებს. უბრალოდ, ჩემი ჟესტი არასწორად აღიქვეს და არაა საჭირო, ბუზის აქლემად გადაქცევა..."

ასევე იხილეთ:
ლეგიონი: კახა ცხადაძე პოლიციამ გააშველა, გიორგი ჩიხრაძემ "ნეფთჩი" დასცა
მკითხველის კომენტარები / 15 /
samed adilov ჩვენ ორ ერს შორის რომელი ჯობია ამის გარჩევა შორს წაგვიყვანს და არა მგონია სწორი იყოს.რაც შეეხება კონკრეტულათ ფეხბურთს,მართალი ხარ; ჩვენი ფეხბურთის ;მამების;[მთავრობისაც]ხელში თქვენც კი შეიძლება გაგვისწროთ,მაგრამ ერთი თხოვნა მექნება სანამ ჩაგვიქროლებთ იქნება...შეგერბინათ.
sake
09:53 22-11-2014
0
იუნის ჰუსეინოვ - ცხადაძეს პურს აზერბაიჯანი კი არა მისი პროფესიონალიზმი აჭმევს.
სახელი
13:16 22-11-2014
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული