მათეგოლი - ვაწაძემ "ორჰუსის" უმნიშვნელოვანეს მატჩში გაიტანა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
დანიის რანგით მეორე ლიგის მორიგ ტურში "ორჰუსმა" უმნიშვნელოვანესი გასვლითი მატჩი მოუგო "კიოგეს" - 2:1.

გუნდის წარმატებაში სოლიდური ქართული წილიცაა - მათე ვაწაძემ, ვინც ძირითად შემადგენლობაში იყო, 45-ე წუთზე "ორჰუსის" უპირატესობა ორამდე გაზარდა.

სტუმართა მეორე ქართველი დავით სხირტლაძე კი მინდორზე 87-ე წუთზე შევიდა, ხოლო ტრავმირებულ დავით დევდარიანს არ უთამაშია.

დანიის მეორე ლიგის სატურნირო ცხრილში "ორჰუსი" 45 ქულით მეორე ადგილზეა, რაც ელიტაში აღზევების საშუალებას იძლევა.

* * *
უზბეკეთის ჩემპიონატის მორიგ მატჩში "ფახთაქორმა" კახა მახარაძის გარეშე შინ 2:1 მოუგო "შურტანს". უზბეკთა ქართველ კაპიტანს
მსუბუქი ტრავმა აქვს და მოედანს უახლოეს პერიოდში დაუბრუნდება.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 5 /
წარმატებები მათე, კიდევ ბევრი გოლები გაგეტანოს.
გიო
15:39 18-04-2015
0
ბიჭებო, მათე ვაწაძის ბრალი არ არ არის, დანიის მეორე ლიგის გუნდში რომ თამაშობს, ჩვენი გაუბედურებული საფეხბურთო მეურნეობის ბრალია.. მარადონას და მესის ნიჭი არ უბოძა განგებამ,სამწუხაროდ, შემსრულებელ ფეხბურთელს კი მწვრთნელის ყურადღება და მხარდაჭერა ჭირდება, დიდი ფეხბურთი რომ ითამაშოს.. ფილიპო ინძაგის თამაში ვისაც გახსოვთ, მათე ვაწაძე ექსტრა კლასის ფეხბურთელია, მასთან შედარებით..
giorgi
21:22 17-04-2015
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული