დავით თარგამაძე: შეიძლება ითქვას, რომ ყველაფერს თავიდან ვიწყებ

AutoSharing Option
26 წლის დავით თარგამაძე კარიერას უკრაინის ჩემპიონატის უმაღლესი ლიგის ბინადარ "ოლეკსანდრიაში" გააგრძელებს. კლუბსა და ფეხბურთელს შორის საიჯარო ხელშეკრულება გაფორმდა.

კარგია, რომ თარგამაძემ ბოლოს და ბოლოს ახალი კლუბი იპოვა. იმედია, კალაპოტში ჩადგება. ბანალურად ჟღერს, მაგრამ უნდა ვთქვათ - საქართველოს დასაკარგი ფეხბურთელი არ ჰყავს...

ნაკრებში მის ანგარიშზე 18 მატჩი და 2 გოლია. სხვადასხვა დროს უთამაშია "ფრაიბურგში", იმავე "ოლეკსანდრიაში", "შახტარსა" და "ილიჩევეცში". დიახ, ეს მისი მეორედ მისვლაა "ოლეკსანდრიაში". ის კონტრაქტით კვლავ "შახტარის" კუთვნილებაა. ბოლო დროს ჩვენებური დონეცკურ კლუბში მხოლოდ ვარჯიშობდა...

Sportall.Ge

ამ დროისთვის "ოლეკსანდრიას"
უკრაინის ჩემპიონატში მე-11 ადგილი უჭირავს 4 ქულით.

თარგამაძეს ინტერვიუსთვის უკრაინაში შევეხმიანეთ...

- პირველი ჟურნალისტი ხართ, ვისაც ამ ბოლო ამბავზე ინტერვიუს ვაძლევ. სამთვიანი საიჯარო ხელშეკრულება გავაფორმე "ოლეკსანდრიასთან". ზამთრამდე იქ ვიქნები.

- ანუ, ყველაფერი გადაწყვეტილია?
- კი, კონტრაქტი უკვე გავაფორმეთ. ყველანაირი ფორმალობა მოგვარებულია.

- "ოლეკსანდრიაში" ადრეც გითამაშიათ. დღეს რა მდგომარეობაშია ეს გუნდი?
- კარგი გუნდია. როგორც იცით, უკრაინის ჩემპიონატის უმაღლეს ლიგაში თამაშობს. თან გუნდს ვოლოდიმირ შარანი წვრთნის. ის ხელმძღვანელობდა "ოლეკსანდრიას" მაშინაც, როცა იქ ვთამაშობდი 2010-12 წლებში. არ დავმალავ, მწვრთნელის ფაქტორმაც მნიშვნელოვნად განაპირობა ჩემი არჩევანი.

მეორე მოტივაცია კი ის არის, რომ გარკვეული პაუზის შემდეგ ფეხბურთს დავუბრუნდები. ერთია ვარჯიში და მეორე - ოფიციალური მატჩები.

- თუ იყო სხვა ვარიანტები?
- იყო, მაგრამ არჩევანი მაინც "ოლეკსანდრიაზე" შევაჩერე. და თუ რატომ, უკვე გითხარით.

- რა მიზნები აქვს კლუბს?
- ახალი ფეხბურთელები არიან და ახალია პრეზიდენტიც. მიზანი - უკრაინის ჩემპიონატში რაც შეიძლება მაღალი ადგილის დაკავებაა.

- ახლა როგორ ფორმაში ხართ? ბოლო დროს მხოლოდ ვარჯიში გიწევდათ...
- ვარჯიშით ყოველდღე ვვარჯიშობდი. "შახტართან" ერთად შეკრებაც გავიარე. ახლა თამაშს დავიწყებ. ძალიან მიხარია, სისტემატური სათამაშო პრაქტიკა რომ მექნება.

- ბევრი ამბობს, დავით თარგამაძეს პრობლემატური ხასიათი აქვს, ფეხბურთს ყველაფერს არ აძლევსო. თუმცა ბევრი საწინააღმდეგოსაც ამტკიცებს. თქვენ რას იტყოდით?
- რაც უნდა ვთქვა, რამდენიც უნდა ვილაპარაკო, ხალხის აზრს მე ვერ შეცვლი. უბრალოდ, ბევრი პრობლემა იყო კლუბთან და ვერ მოვახერხე ამ პრობლემების გამო სხვაგან თამაში. ღმერთის წყალობით, ახლა სიტუაცია დალაგდა.

შეიძლება ითქვას, რომ ყველაფერს თავიდან ვიწყებ. უზომოდ გახარებული ვარ. ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის, რომ ეს დაკარგული წელიწადი ავინაზღაურო. მჯერა, კიდევ შევძლებ ვითამაშო ის ფეხბურთი, რომელიც მსურს.

- ბოლოს საქართველოს ნაკრებზეც ვთქვათ. როგორ უყურებთ ეროვნულ გუნდში მიმდინარე პროცესებს? ალბათ, იქ დაბრუნების გეიმედებათ...
- ძალიან რთულია, ასე მოკლე დროში გააკეთო პროცესების შეფასება. მე ვფიქრობ, პერსპექტიული ფეხბურთელები გვყავს და მჯერა, კახა ცხადაძე რესურსს მაქსიმალურად გამოიყენებს. რაც შეეხება ჩემს მოტივაციას, ყველაფერს გავაკეთებ, რომ დავბრუნდე ეროვნულ გუნდში. საქართველოს ნაკრები ჩემთვის ყველაფერია.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 8 /
მხიტარიანი დონეცკში რომ გადავიდა,ბინა და მანქანა მიცეს.ორივეზე უარი თქვა და ბაზაზე ცხოვრობდა და ვარჯიშობდა...ეხლა სადაც არის და რასაც მიაღწია ხედავთ!ჩვენები ბმვ ს ითრევენ და უკვე აბლატავდებიან,მერე გააგდებენ იმ გუნდიდან გადავლენ ჭ კლასის გუნდში და იწყებენ ტირილს,,შევცდი,*** ვჭამე,ეს არ უნდა გამეკეთებინა,ის არ უნდა გამეკეთებინა და ა.შ. სწავლობს მის შეცდომებზე ვინმე?არა, მერე მე-1000 გამოდის და იგივეს იმეორებს!*** მენტალიტეტი გვაქვს!
თაზო
31 აგვისტო 2015 15:37
0
სიზარმაცე,ოდნავ ფულს იშოვიან და თავში უვარდებათ,მერე ქალები,ბარები,სიგარეტი, არაპროფესიონალიზმი.26 წლის რომ თავიდან დაიწყებ,იმას რა უნდა მოთხოვო,არადა როგორი მონაცემები ქონდა და ნიჭი ქარს გაატანა.წარმატებებს გისურვებ და ნაკრებში დაბრუნებას!
თაზო
31 აგვისტო 2015 15:31
0
ითამაშოს ძმაო მარადონასავით ან კიდე ბესტივით და ხმას არავინ ამოიღებს, მარა არც ბესტია ეს და არც მარადონა და რავი...
g.a.-s
30 აგვისტო 2015 19:05
0
მოწევა რა პრობლემაა?გასკოინი,ბესტი(ლოთები)მარადონაზე აღარაფერს ვამბობ და კიდევ უამრავი,შინ თამაში თქვი ან შეგიძლია ან არა ეგაა რა.
g.a.
30 აგვისტო 2015 16:50
0
მართლა ეწევი თუ პროვოკატორობს ვიღაცა?
Bacho
30 აგვისტო 2015 16:46
0
მოწევას თავი დაანებე?
Gio
30 აგვისტო 2015 15:28
0
ნაკლები სელფები და მეტი ფეხბურთი...
Kaxa
30 აგვისტო 2015 15:11
0
შენი სისწრაფე და სისხარტე დზალიან აძლიერებდა ჩვენს ნაკრებს . რატომ მოხდა ასე უგუდოდ რომ ხარ. წარმატებებს გისურვებ მინდა ნაკრებში გიხილოთ
maxo
30 აგვისტო 2015 14:23
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული