ლეგიონი გუშინ: ნუკრი რევიშვილი სათადარიგოთა სკამზე დასვეს

AutoSharing Option
ორშაბათს რამდენიმე ქართველი ლეგიონერის გუნდმა ითამაშა.

კვიპროსის ჩემპიონატში "ანორთოსისმა" 2:1 მოუგო "დოქსას". ფამაგუსტელთა სასტარტო შემადგენლობაში იყო გიორგი აბურჯანია, რომელიც 65-ე წუთზე შეცვალეს. 79-ე წუთზე "ანორთოსისში" ირაკლი მაისურაძე გამოჩნდა და ორ წუთში ყვითელი ბარათი მიიღო.

ბერძნულ სეპერლიგაში "ვერიამ" შინ 1:2 წააგო აეკ-თან. მასპინძელთა ძირითადში იყო გიორგი მერებაშვილი. ის 77-ე წუთზე შეცვალეს.

პოლონეთის ჩემპიონატში შჩეცინის "პოგონმა" საშინაო მატჩი 2:1 მოუგო "იაგელონიას". მასპინძელთა სასტარტოში იყო ლადო დვალიშვილი, რომელიც 22-ე წუთზე, სავარაუდოდ, ტრავმის გამო შეცვალეს.

რუსულ პრემიერლიგაში "ამკარმა" 2:1 სძლია "მორდოვიას". სტუმართა სათადარიგო სკამზე
დარჩნენ მეკარე ნუკრი რევიშვილი და მცველი მამუკა კობახიძე.

რუსეთის პირველ დივიზიონში ხაბაროვსკის "სკა ენერგიამ" შინ 0:1 დათმო "ტოსნოსთან". მასპინძელთა რიგებში 79-ე წუთზე შეცვალეს კახა ალადაშვილი, გოჩა ხოჯავამ კი დისკვალიფიკაციის გამო იუქმა.

თურქულ სუპერლიგაში "რიზესპორი" გასვლაზე დაუზავდა "ქასიმფაშას" - 1:1. სტუმართა შორის სათადარიგო იყო ნიკა ძალამიძე.

იტალიაში "ემპოლი" ლევან მჭედლიძის გარეშე ესტუმრა სერია A-ს დებიუტანტ "ფროზინონეს" და 0:2 დამარცხდა.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული