ნუკრი რევიშვილი: "ზენიტთან" ქულის მოპოვება კარგი შედეგია

AutoSharing Option
ნუკრი რევიშვილის "მორდოვია" რუსული პრემიერლიგის მე-14 ტურში "ზენიტს" ესტუმრა და ქულა მოიპოვა - 0:0.

შეხვედრის შემდგომ ქართველმა მეკარემ ჟურნალისტებთან ჰალკზე ისაუბრა, რომელმაც შეხვედრა ტრავმის გამო გამოტოვა.

"ზენიტთან" მოპოვებული ქულა გასვლაზე ნებისმიერი მეტოქისთვის კარგი შედეგია, მითუმეტეს "მორდოვიასთვის".

ბრაზილიელი დიდი ძალაა "ზენიტისთვის", მას დამოუკიდებლად შეუძლია მატჩის ბედის გადაწყვეტა. მეტოქისთვის ეს დიდი დაბნეულობაა, მაგრამ "ზენიტს" მის გარდაც საკმაოდ ბევრი ძლიერი ფეხბურთელი ჰყავს. რა საკვირველია, ჰალკის არ ყოფნა ჩემთვის დიდ პლუსად იქცა", - განაცხადა მეკარემ.
მკითხველის კომენტარები / 1 /
მევასება ეს მეკარე მაგრად,ერთია ვერა და ვერ მოხვდა სადმე ნორმალურ გუნდში,არადა იცის მისი საქმე,წარმატებები ძმაო
ჯიჯი
18:09 01-11-2015
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული