ლეგიონი: ნუკრი რევიშვილმა "მორდოვიას" კარი მშრალად შეინახა

AutoSharing Option
6 ნოემბერს, რუსეთის პრემიერლიგის XV ტური სარანსკში გამართული ერთი მატჩით გაიხსნა, რომელშიც ნუკრი რევიშვილისა და მამუკა კობახიძის გუნდმა "მორდოვიამ" მახაჭყალის "ანჟის" უმასპინძლა და მეტოქე ანგარიშით 4:0 გაანადგურა.

მასპინძელთა კარში ნუკრი რევიშვილი იდგა, ხოლო მამუკა კობახიძეს, რომელიც კვლავაც სათადარიგო იყო, თამაშში ჩართვის შესაძლებლობა არ მისცემია.

ქართველების გუნდმა, რომელიც სატურნირო ცხრილის გასავარდნ ზონაშია, ამ გამარჯვებით მნიშვნელოვანი სამი ქულა მოიპოვა. ახლა "მორდოვიას" 12 ქულა აქვს და ბოლოდან მესამე, მე-14 ადგილზეა.
მკითხველის კომენტარები / 1 /
ძაან მახარებს ნუკრის წარმატებული თამაში,ესე გააგრძელე ძმაო წარმატებებს გისურვებ
ჯიჯი
10:30 07-11-2015
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული