აღიარებები, სიმბოლურები - ქართველი ლეგიონერები სუპერფორმაში

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრების წევრები თუ კანდიდატები კარგ ფორმაში არიან. ამაზე მეტყველებს ის, რომ ზოგიერთი მათგანი სიმბოლურ ნაკრებში მოხვდა, ზოგიც საკუთარ კლუბში "სეზონის აღმოჩენად" დასახელდა.

მივყვეთ თანმიმდევრობით...

ტურის საუკეთესო
გასაკვირი არ არის, რომ გერმანიის მეორე ბუნდესლიგის ბოლო ტურის საუკეთესო ფეხბურთელად "დუისბურგის" 22 წლის შემტევი გიორგი ჭანტურია დასახელდა. ამ შეხვედრაში "ზებრებმა" უკვე ელიტაში აღზევებულ "ლაიპციგს" უმასპინძლეს და ჭანტურიას გოლის წყალობით უმნიშვნელოვანესი გამარჯვებაც მოიპოვეს.

liga2-online.de-მ მკითხველთა შორის გამოკითხვა ჩაატარა, რომლის მიზანიც მეორე ბუნდესლიგის ბოლო ტურის საუკეთესო ფეხბურთელის გამოვლენა იყო. ჩვენდა სასიხარულოდ, ამ გამოკითხვაში პირველობა არავის
დაუთმო ჭანტურიამ, რომელმაც მკითხველთა ხმების 61 პროცენტი მიიღო.

სეზონის მთავარი აღმოჩენა
პოლონურმა გაზეთმა Pilka Nozna-მ "შლიონსკის" მიერ ჩატარებული სეზონი შეაფასა. ჩვენმა პოლონელმა კოლეგებმა ამ გუნდში "სეზონის აღმოჩენად" საქართველოს ეროვნული და ახალგაზრდული ნაკრებების 20 წლის ცენტრალური მცველი ლაშა დვალი მიიჩნიეს.

ეს მართლაც განსაკუთრებული და ძალიან სასიამოვნო მოვლენაა, რადგან დვალი შუა სეზონში შეუერთდა პოლონურ კლუბს გერმანული "დუისბურგიდან". ახლა უკვე თამამად შეიძლება ითქვას, რომ ჩვენებურმა მართებული ნაბიჯი გადადგა, როცა პოლონეთში არჩია კარიერის გაგრძელება.

ანანიძეს ვეღარ აჩერებენ
რუსულმა gazeta.ru-მ ამ ქვეყნის ჩემპიონატის მორიგი ტურის სიმბოლური ნაკრები შეადგინა. რჩეულთა შორის მოხვდა მოსკოვის "სპარტაკის" ნახევარმცველი ჯანო ანანიძეც.

საერთოდ, ბოლო დროს ჯანომ მკვეთრად მოუმატა და ეს იმის შედეგია, რომ "სპარტაკის" სამწვრთნელო შტაბი მას უკვე ენდობა. ანანიძემ შესანიშნავად ჩაატარა შეხვედრა გროზნოს "ტერეკთან", რომელიც მისმა გუნდმა 3:0 მოიგო. ჯანოს ანგარიშზე საგოლე გადაცემაა.

"როგორც წესი, ჯანო ყოველთვის კომფორტულად ვერ არის რუსეთის ჩემპიონატის შეხვედრებში, მაგრამ ამჯერად, "ტერეკის" ფიზიკურად ძლიერი ფეხბურთელების წნეხის მიუხედავად, ჯანომ მართლაც შესანიშნავად ითამაშა. მან მახვილგონივრულად ითამაშა. სწორედ ანანიძის ჩინებული გადაცემით გაიტანა გოლი პარაგვაელმა ლორენსო მელგარეხომ", - წერს გამოცემა.

მახარაძეც გამოარჩიეს
უზბეკეთის ჩემპიონატის მორიგი ტურის სიმბოლურ ნაკრებში მოხვდა ტაშკენტის "ლოკომოტივის" ნახევარმცველი კახა მახარაძე. უქმეების ცენტრალურ შეხვედრაში "რკინიგზელებმა" 1:0 მოუგეს ქართველის ყოფილ კლუბს, ტაშკენტის "ფახთაქორს".

"მახარაძემ ცენტრალური მცველის პოზიციაზე ისე ითამაშა, ერთი შეცდომაც არ დაუშვია", - წერს უზბეკური მედია.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 8 /
რაიყოთ მსოფლიო ჩემპიონები ხო არ გავხდით,დავაცადოთ ამ ხალხს ფეხბურთის თამაში
bebeto
20 მაისი 2016 16:47
0
gordon
20 მაისი 2016 12:27
გივია-ს. ეხ გივია, გივია, შე მართლა გივია!!!!
მაგარი გააძრე ყოჩაღ.დდდდ
დ.ნ
20 მაისი 2016 14:03
0
რა ბრახაბრუხა ხალხი ვართ, რაღაცას გავიფართხალებთ და არიქა ვეღარ გვაჩერებენ ჩვენია გამოგონებულია ფეხბურთიო დაწერთ,
zmo
20 მაისი 2016 12:57
0
"გივია" რა აგრესიული ხარ დვალიშვილის მიმართ რა იყო შენი ადგილი დაიკავა ნაკრებში თუ...?! შენ გესმის ფეხბურთი და სადაც უთამაშია სადაც თამაშობს და ვინც ნაკრებში გამოიძახა ისინი ბალეტის სპეციალისტები არიან?! დაწყნარდი და წარმატება უსურვე! დღეს დვალიშვილს მჭედლიძის გარდა კონკურენციას ვერცერთი ქართველი ფორვარდი ვერ გაუწევს!!!
zaza
20 მაისი 2016 12:50
0
გივია-ს. ეხ გივია, გივია, შე მართლა გივია!!!!
gordon
20 მაისი 2016 12:27
0
დვალიშვილი მოგვაშორეთ!
giorgi
20 მაისი 2016 12:11
0
ყოჩაღ მოუმატეს ბიჭებმა სეზონის ბოლოს. იმედია შემდეგ სეზონს მთლიანად ასეთ ფორმაში ჩაატარებენ. ნიურნბერგი არაა ბუნდესლიგაში გადამსვლელი და დუისბურგი თუ დარჩა მგონი ჯობია ჭანტურიაც დარჩეს მაინც ძირითადის კაცია და ნელნელა ლიდერადაც ყალიბდება.
ჯანომ კი მაინც უნდა მიატოვოს ეს სპარტაკი. ჰოლანდიაში თუ წავა კარგი იქნება მარა ვერ უხდიან რუსებივით ეს ჰოლანდიელები და ესენიც კარიერას იფუჭებენ
Georgia
20 მაისი 2016 11:55
0
და ამ ბიჭების ფონზე ნაკრებში რატო ვეძახით დვალიშვილს ვინმე ამიხსნის საერთოდ? მე უფრო მეტი მაქვს მემგონი ამ ერთ წელიწადში გარბენილი ვიდრე მაგას მთელი კარიერის მანძილზე. სისწრაფე არა , ალღო არა, ფიზიკა არა, თავი არა, ხედვა არა. მაყურებლადაც არ გვარგია არამცთუ 24 კაცში ნუ ძირითადზე ხო საერთოდ. აგერ ქვილითაია რა ფორმაშია, იქით ოქრიაშვილი და ყაზაიშვილი, იტალიაში ჭანტურია. ლეგიონერებს თავი გავანებოთ საქართველოს ჩემპიონატიდან ჯობია მაგას 4-5 თავდამსხმელი. და მაგასაც რო თავი დავანებოთ 16-17 წლამდე ნაკრების თავდამსხმელებიც კი ახლავე ჯობნიან ტო აი გაგიჟება შეიძლება ვინ ლობირებს და ვინ ატყუებს ამ ვაისს?
გივია
20 მაისი 2016 11:35
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული