ფანებმა 100 კვ.მ ფართობის ბანერი, რომელზეც გამოსახულია მწვრთნელის პორტრეტი, კლუბის ემბლება და წარწერა: "Сенемiз" ("გვჯერა"), 20 აგვისტოს, "აქტობესთან" საშინაო მატჩის დაწყებამდე, სტადიონის ერთ-ერთ სექტორში გამოფინეს.
"ამით გუნდის მოტივირება გვსურდა. ყველას გვსურს ჩემპიონობა და მივიჩნევთ, რომ კახაბერ ცხადაძე ის მწვრთნელია, რომელსაც შეუძლია ალმათიში ოქროს მედლები მოიტანოს", - აცხადებს პერფორმანსის ავტორი, ფანკლუბ "AlatauFans"-ის წევრი აზამატ კემელოვი.
გულშემატკივრებმა "აქტობესთან" თამაშის შემდეგ ცხადაძეს ბანერის შემცირებული მასშტაბის ასლი გადასცეს.
ყაზახეთის ჩემპიონატის 24 ტურის შემდეგ "ქაირათს"