გიორგი ჭანტურია: გოლები რომ გავიტანე კარგი იყო, მაგრამ მთავარია, გუნდმა მოიგო

AutoSharing Option
"ურალის" ქართველმა ლეგიონერმა გიორგი ჭანტურიამ რუსეთის თასის 1/16-ფინალურ მატჩში შესრულებული დუბლის შემდეგ კომენტარი გააკეთა.

21 სექტემბერს ჭანტურიას გუნდი სტუმრად "ჩელიაბინსკს" დაუპირისპირდა და მეტოქე ანგარიშით 3:0 დაამარცხა. ანგარიში გიორგიმ გახსნა, რომელმაც შემდეგ 11-მეტრიანიც გამოიყენა.

- ლეგიონი გუშინ: ჭანტურიას და გვილიას გოლები, ოქრიაშვილის საგოლე პასი [VIDEO]

"ჩვენთვის მნიშვნელობა არ ჰქონდა იმას, თუ რომელი ლიგიდან იყო მეტოქე. ჩელიაბინსკში გამარჯვებისთვის ჩამოვედით. მოვიგეთ კიდეც, ახლა კი დავბრუნდებით შინ და მოვემზადებით მომავალი მატჩისთვის, რომელიც ამ უქმეებზე გვექნება.

რა თქმა უნდა, სასიამოვნოა, როცა პირველ გოლს იტან გუნდის
ოფიციალურ მატჩში და თან ისე გამოვიდა, რომ მეორეც მივაყოლე. მაგრამ მთავარი გუნდის გამარჯვება იყო".
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული