გიორგი ჭანტურია: რთულია რამის შექმნა, როცა დროის დიდ ნაწილს უბურთოდ ატარებ

AutoSharing Option
"ურალის" ქართველმა ფეხბურთელმა გიორგი ჭანტურიამ გუშინ, 20 ნოემბერს, "კრასნოდართან" განცდილი მარცხის (0:3) შემდეგ რუს ჟურნალისტებთან ისაუბრა.

- ამინდმა ითამაშა გარკვეული როლი შედეგზე?
- ჩვენ პროფესიონალები ვართ და უმნიშვნელოა, რა პირობებში ვთამაშობთ. თამაშებზე ჩვენი მაქსიმუმის გამოვლენას ვცდილობთ. დღეს 66 წუთის განმავლობაში თავს კარგად ვიცავდით, შემდეგ კი კონცენტრაცია დავკარგეთ და 10 წუთში 3 გოლი მივიღეთ.

"კრასნოდარი" კარგი გუნდია, რომელიც შესანიშნავ სტადიონზე თამაშობს. მსურს, მათ დღევანდელი გამარჯვება მივულოცო.

- შეტევაში "ურალს" ბევრი არაფერი გამოსდიოდა. შენი აზრით, რა არის გუნდში გამოსასწორებელი?
- ნორმალური სიტუაციაა,
როცა დროის დიდ ნაწილს უბურთოდ ატარებ და დაცვაზე ფიქრობ. ასეთ სიტუაციაში რამის შექმნა რთულია.

- ფსიქოლოგიური კუთხით, რამდენად მძიმეა ეს მარცხი?
- წავაგეთ, მაგრამ "კრასნოდარი" კარგი გუნდია. ცუდ გუნდთან არ წაგვიგია. შემდეგ თამაშამდე 6 დღე გვაქვს, "ლოკომოტივს" ვეთამაშებით და სათანადოდ უნდა მოვემზადოთ.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული