ქართული ფეხბურთის ლეგენდები უკრაინაში ითამაშებენ

AutoSharing Option
უკრაინის ფეხბურთის ფედერაციის ცნობით, 20 მაისს კიევში უკრაინული და ქართული ფეხბურთის ლეგენდების მატჩი გაიმართება. გალა-მატჩის გამართვის მიზანი უკრაინასა და საქართველოს შორის მეგობრობის განმტკიცება და ორივე ქვეყანაში ფეხბურთის განვითარების მხარდაჭერა იქნება.

ორივე გუნდში ბოლო წლების გამორჩეული ყოფილი ფეხბურთელები მიიღებენ მონაწილეობას. საქართველოს ლეგენდებში კახა კალაძე, ლევან კობიაშვილი, გიორგი დემეტრაძე, ალექსანდრე იაშვილი, დავით მუჯირი, თემურ ქეცბაია, მიხეილ ყაველაშვილი, გოჩა ჯამარაული, დავით ჯანაშია, გიორგი ნემსაძე, მიხეილ აშვეთია, ირაკლი ზოიძე, სოსო გრიშიკაშვილი, ლევან ცქიტიშვილი, ალეკო ამისულაშვილი, გოგა გახოკიძე, მამუკა მაჭავარიანი, დავით სირაძე, გელა შეყილაძე და
ლადო ბურდული
ითამაშებენ.

მატჩის ორგანიზატორები ორივე ქვეყნის ფეხბურთის ფედერაციები და კომპანია "აგრობიზნესი" არიან. მატჩზე დასწრება "ოლიმპიისკიზე" თავისუფალი იქნება.
მკითხველის კომენტარები / 19 /
ამატ რომ ლეგენდები ვუწოდოთ მართალ ლეგენდებს რასახელი მოუძებნოთ
givi
08:37 13-05-2017
0
მე სიტყვა ლეგენდა სხვა რამე მეგონა რა ადვილი ყოფილა ლეგენდობა საკუთარ კარში იტალიასთან ატაკე გოლი თანაც ორი და ლეგენდა ხარ, ან ითამაშე ევროპაში ორი სამი წელი მერე თავში აგივარდება და ლეგენდა ხარ. ვაი ამათ პატრონს.
დ:დ:დ:დ:
09:45 13-05-2017
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული