თბილისის "დინამო" განცხადებას ავრცელებს

AutoSharing Option
თბილისის "დინამო" ოფიციალურ ვებგვერდზე განცხადებას ავრცელებს.

"დინამო" ბაზის მიმდებარე ტერიტორიაზე საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობის შესახებ მერიის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას ეხმაურება.

კლუბის საიტის ინფორმაციით, კორპუსის მშენებლობა შეჩერებულია.

გთავაზობთ განცხადებას უცვლელად:

"დინამოს" ბაზის მიმდებარე ტერიტორიაზე საცხოვრებული კორპუსის მშენებლობას თავიდანვე უკანონოდ მივიჩნევდით, მეტიც ამ ნაგებობის აღმართვა ფუნქციას უკარგავდა სპორტის იმ ობიექტს, სადაც აღიზარდა ჩვენი ქვეყნის არაერთი ლეგენდარული ფეხბურთელი.

ქალაქ თბილისის მერიის დღევანდელი გადაწყვეტილება არის უაღრესად სამართლიანი. მივესალმები დედაქალაქის მუნიციპალიტეტის მთავრობის დადგენილებას, რომელიც ნათელი მაგალითია იმის, რომ სპორტზე და კერძოდ ფეხბურთის განვითარებაზე ფიქრობენ.

თბილისის მერია
მხარში დაუდგა თავისი ქალაქის სახელოვან კლუბს - "დინამოს" და აღადგინა სამართლიანობა. გაითვალისწინა რა სასიქადულო ქართველი ვეტერანი ფეხბურთელის და სპორტსმენების, ასევე საზოგადოების მოწოდება და არ იქნა დაშვებული გამოუსწორებელი შეცდომა ქართული სპორტის მიმართ.

გილოცავთ ამ მნიშვნელოვან გამარჯვებას "დინამო თბილისის" ქომაგებს, ქართული ფეხბურთის გულშემატკივრებს და ყველას ვისთვისაც ჩვენი კლუბის ისტორია, ასევე მისი მომავალი ძვირფასია.

სკ დინამო თბილისის პრეზიდენტი - რომან ფიფია".
მკითხველის კომენტარები / 17 /
გეთანხმებით, რომ საცხოვრებელი კორპუსის აღმართვა დინამოს ტერიტორიაზე მართლაც დიდი დანაშაული იქნებოდა განვხადებაში გაკეთებულ განმარტებათა თანახმად. მაგრამ ზუსტად ისეთივე შეურაწყოფა არის იმავე ფასეულობების რაც ამ სტადიონის ტერიტორიაზე ხდება. გასაგებია, რომ კლუბი შემოსავლების გარეშე ვერ იარსებეს, მაგრამ ხომ შეიძლება იგივე კომერციული ფართები დაიტვირთოს სპორტული მაღაზიებით და არა ავეჯით. ბოდიშით, მაგრამ ავეჯის მაღაზიები არ უკარგავს ფუნქციას სპორტის ამ ასტორიულ ობიექტს, ის რომ დიდუბის რაიონში ერთადერთ საცურაო აუზში ღამის კლუბია გახსნილი, ეს არ არის ისტორიის შეურაწყოფა, ხამობა, უკულტორობა, სიქაჯე და სიმახინჯე? ეჭვს არსებობას აქვს საფუძველი, რათა ვიფიქროდ, რომ ალბათ ფინანსურ გარიგება ვერ შედგა მხარეთა შორის, თორემ თქვენ რომ ნაგებობის კონცეფციაზე და რაიმე ესთეტიზმზე ფიქრობდეთ წარმოუდგენელია თქვენივე წარსულის და აწყმოს შემხედვარე
ირაკლი
10:13 22-06-2017
0
ეს ასეც უნდა ყოფილიყო და კარგია ასე რომ დამთავრდა ბატონო რომან,მაგრამ 2 საუკეთესო ფეხბურთელი ,რომ გაყიდეთ (ლობჟანიძე და პაპუნაშვილი) მათზე ძლიერის მოყვანა,რომ გმართებთ იმედია არ დაგავიწყდებაა
medasxva
13:09 22-06-2017
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული