სოსო ფრუიძემ გაერთიანებული ჩემპიონატის იდეაზე ისაუბრა

AutoSharing Option
გაერთიანებული ჩემპიონატი აზერბაიჯანთან და ყაზახეთთან, ან ევროტურნირის მსგავსი შეჯიბრების გამართვა ამ ქვეყნების კლუბებს შორის - ამ საკითხზე 16 აპრილის "ლელოში" საკმაოდ ბევრმა სპეციალისტმა გამოთქვა აზრი და ახლაც გთავაზობთ მოსაზრებებს.

სოსო ფრუიძე, საჩხერის "ჩიხურას" მთავარი მწვრთნელი:
"სანამ არ გაირკვევა, ასეთი ტურნირისთვის საიდან იქნება მოზიდული ფინანსები, ვინ ჩადებს თანხებს ამ პროექტში და რა სისტემით ჩატარდება შეჯიბრება, რთულია რაიმე კონკრეტული თვალსაზრისის დაფიქსირება.

თავისთავად, ძალიან კარგია, როცა სხვა ქვეყნების მოწინავე გუნდებს ეთამაშები და გამოცდილებას იმდიდრებ, მაგრამ სხვა ქვეყნებში სათამაშოდ წასვლა-წამოსვლა არცთუ მცირე ხარჯებთან არის
დაკავშირებული.

თუ საამისო თანხები არსებობს, უმჯობესი იქნება, ჯერ ჩვენი ეროვნული ჩემპიონატი, ჩვენი ბავშვთა ფეხბურთი გამოვაკეთოთ".


(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
დაინტერესდება ჩვენი ქომაგი აზერბაიჯანულ-ქართული ლიგით?
რევაზ ძოძუაშვილი: მეშინია, დღევანდელი ფეხბურთით თავი არ მოგვეჭრას
რეალურია ქართულ-აზერბაიჯანულ-ყაზახური ჩემპიონატის ჩატარება?
ლევან ყიფიანი: ჯერ გაერთიანებული ჩემპიონატის პროექტი უნდა ვნახოთ
კახა კალაძე: საქართველოს ჩემპიონატი დამოუკიდებლად უნდა გაგრძელდეს
გურამ რუხაძე: ეს 25 მილიონი ბარემ ჩვენს ჩემპიონატს მოვახმაროთ
ელგუჯა ქომეთიანი: კლუბები გაძლიერდებიან, ხალხი სტადიონზე დაბრუნდება
გიორგი ყიფიანი: ამ ეტაპზე სხვა რამეზე უნდა ვიზრუნოთ
გია გურული: ჯერ ჩვენს ჩემპიონატსა და ბავშვთა ფეხბურთს მივხედოთ
ვახტანგ ბზიკაძე: მგონია, აზერბაიჯან-ყაზახეთთან საქართველო დაიჩაგრება
მკითხველის კომენტარები / 1 /
ბატონო სოსო რატომ არაო? იქ ვეღარ გაჩარხავთ თამაშებს ხო? ბავშვთა და ახალგაზრდობის წამოწევაზე რომ გვესაუბრები გუნდი პენსიონრებით რომ გაავსე თუ ჩიხურის მომავალზე ფიქრობ მაგ შემადგენლობით და ჩესნი თამაშით ბარეორი პირველი ლიგის გუნდი გადაგივლის აქ ჩვენთან მალე. ისე წინასწარ გილოცავ საქართველოს თასს. საღოლ მაგარი სპექტაკლები იყო და აწიც გაგრძელდება.
firence
10:37 18-04-2013
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული