თბილისში დანიელ მასარო, ფრანკო ბარეზი, ლუკა ტონი და ფერნანდო კოუტუც მოდიან

AutoSharing Option
კახა კალაძის გამოსამშვიდობებელი მატჩის ორგანიზატორმა დავით მუჯირმა ბოლო პრესკონფერენციაზე ბევრი სიახლე გაამხილა, თუმცა 31 მაისს "დინამო არენაზე" "მილანისა" და კახას მეგობრების გუნდების სრული შემადგენლობა უცნობი იყო.

მუჯირის თქმით, კიდევ რამდენიმე ჩამომსვლელის ვინაობა დაზუსტდა:

"ბევრი მოთამაშე დაგვემატა, ზოგიერთის ჩამოსვლა კი ვეღარ ხერხდება. მაგალითად, 1 ივნისს "რეალი" "ოსასუნას" იღებს და კაკა ვერ ჩამოდის. სამაგიეროდ, დაგვემატებიან დანიელ მასარო, ფრანკო ბარეზი, პიერო ვერხოვოდი, ფაბიო გროსო, ლუკა ტონი, ფერნანდო კოუტუ.

კიევიდან მოდიან ანდრეი შევჩენკო, სერგეი რებროვი, ანდრეი გუსინი, ალექსანდრე შოვკოვსკი და ვლადისლავ ვაშჩუკი.

შემიძლია, მსაჯის
ვინაობა გაგიმხილოთ - თამაშს სლოვაკი ლუბოშ მიხელი გაუძღვება. გვერდითი არბიტრები კი, სავარაუდოდ, ქართველები იქნებიან. ცნობილია მონაწილე ქართველების სიაც, მაგრამ ამას პატარა საიდუმლოდ შევინახავ".


საორგანიზაციო კომიტეტის საინფორმაციო ჯგუფის ცნობით, 29 მაისს "დინამო არენაზე" ჟურნალისტებისთვის აკრედიტაციის თემაზე პრესკონფერენცია გაიმართება, სადაც განიხილება მედიის მუშაობის პირობები.

30 მაისს, 22.30 საათზე, დავით მუჯირი და კალაძის მეგობრების გუნდის რამდენიმე ფეხბურთელი პრესკონფერენციას გამართავენ, 23.00-ზე კი კალაძის მეგობრების გუნდის ღია ვარჯიში დაიგეგმა.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

კახა კალაძემ ბასაზე ივარჯიშა [VIDEO]
კახი კალაძის გამოსამშვიდობებელ მატჩზე ბერა ივანიშვილის ორი სიმღერის პრემიერა შედგება
31 მაისის მატჩისთვის "მილანის" შემადგენლობა ცნობილია
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული