კრიშტიანო რონალდომ თბილისის "დინამოს" საწვრთნელი ბაზა დაათვალიერა

AutoSharing Option
მადრიდის "რეალისა" და პორტუგალიის ეროვნული ნაკრების ფეხბურთელმა კრიშტიანო რონალდომ დიღომში საფეხბურთო კლუბ თბილისის "დინამოს" საწვრთნელი ბაზა დაათვალიერა.

რონალდოსთან ერთად ბაზა საქართველოს ენერგეტიის მინისტრმა და საქართველოს ნაკრების ყოფილმა ფეხბურთელმა კახი კალაძემ, ასევე ცნობილმა ვეტერანმა უკრაინელმა ფეხბურთელმა ანდრეი შევჩენკომ დაათვალიერეს. მათთან ერთად იმყოფებოდა "დინამოს" პრეზიდენტი რომან ფიფიაც.

ამის შემდეგ რონალდო უკვე დიღომში ლუბლიანას ქუჩაზე გაემგზავრება, სადაც ანდრეი შევჩენკოსთან ერთად თბილისის "დინამოს" ვიტალი დარასელიას სახელობის საფეხბურთო აკადემიას გახსნის.

"დინამოს" სტუმრები მედიასთან კომენტარებს აკადემიის გახსნის შემდეგ გააკეთებენ. ამასთან ერთად, რონალდო და შევჩენკო დაესწრებიან თბილისის
"დინამოსა" და მოსკოვის "დინამოს" შორის ამხანაგურ მატჩს, რომელიც "დინამო არენაზე" 20:00 საათზე დაიწყება.

ასევე იხილეთ:
კრიშტიანო რონალდო თბილისის "დინამოსა" და მოსკოვის "დინამოს" მატჩს დაესწრება
დინამო (თბილისი) VS დინამო (მოსკოვი) - 24 წლის შემდეგ...
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული