კვირის 1000 წვრილმანი: რაღაცნაირი და ბრჭყვიალა

AutoSharing Option
ეს "დილა" რაღაცნაირი გუნდია, მოკრძალებულიც და ბრჭყვიალაც. მოკრძალებული იმიტომ, რომ დიდი ბიუჯეტი არ აქვს და ისიც კი არ იცის, ახალი წლიდან ექნება თუ არა დაფინანსება.

ბრჭყვიალა კი იმიტომ გახდა, რომ სამი ევროთამაში ისე ჩაამთავრა, გოლი არ გაუშვია - "ჰაიდუკს" სტუმრად მოუგო, მანამდე "ოლბორგს" ადინა ბდღვირი...

თან "დილა" რაღაცნაირად ჯიგრული გუნდია და მგონია, რომ ეს პირველ რიგში გიორგი დევდარიანის დამსახურებაა.

ის თვითონ არის გულიანი ადამიანი და ეს ფაქტორი სულ სხვანაირად აგულიანებს ფეხბურთელებს.

დევდარიანი ემოციური კაცია, მაგრამ არ არის კონფლიქტური. დევდარიანი ფეხბურთელის
არჩევაში და მასთან ურთიერთობაში ხშირად იყენებს ფსიქოპორტრეტს.

ზოგადად, ფსიქოპორტრეტის შექმნა რთული საქმეა. ფსიქოლოგია მარტივი რამე არ არის, ფსიქოლოგობა ცალკე პროფესიაა, მაგრამ ამავე დროს მწვრთნელობის ერთ-ერთი ნაწილია.

ფსიქოპორტრეტის შექმნას მხატვრის ნიჭიც სჭირდება და ადამიანზე ღრმა დაკვირვებაც.

მწვრთნელობაც ეგ არის - შემოქმედება და ფეხბურთელის სწორად დანახვა.

"დილა" რაღაცნაირი გუნდი კიდევ იმიტომ არის, რომ არ აქვს შთამბეჭდავი ისტორია, მაგრამ რაც აქვს, მართლა თავისი აქვს.

გადმოცემით ვიცი, გორში მაგარი თამაშები მიდიოდა, როცა "დილა" საბჭოთა კავშირის ჩემპიონატის მეორე ლიგაში იყო. ჯერ კიდევ 30-იანი წლებიდან გორში ლამის ყველაფერს "დილას" არქმევდნენ, ტრიკოტაჟის ფაბრიკას, კომეურნეობას თუ დუქანს.

"დილა" გორული სახელწოდებაა და საფეხბურთო გუნდსაც ეს სახელი შეურჩიეს კომუნისტებმა.

"დილა" ისტორიული ძეგლივითაა, ბევრი საინტერესო ამბის მოკვლევა შეიძლება ამ გუნდზე და იმედია, ამისთვისაც მოიცლის ვინმე...

მანამდე კი 8 აგვისტოა გადასაგორებელი, საპასუხო შეხვედრა "ჰაიდუკთან"...

* * *

ეროვნულ ნაკრებსაც მალე დაეწყება გადამწყვეტი მატჩები. გადასაწყვეტი აქ ერთი რამეა - ჯგუფში მესამე ადგილს დაიკავებს თუ მაჩანჩალას პოზიციას.

6 სექტემბერს საქართველო საფრანგეთს მასპინძლობს, ოთხი დღის შემდეგ კი - ფინეთს. ამ ორ შეხვედრაში თემურ ქეცბაიას გუნდმა 3 ქულა რომ აიღოს, ალბათ ვერავინ ვერ დაძრახავს, ეს თავისებური პროგრამა-მინიმუმია. და თუ ეს ვერ შეასრულა, მითიც დაიმსხვრევა.

უბრალოდ რომ ვთქვათ, დარჩენილ სამ მატჩში საქართველოსთვის მთავარი ამოცანა ფინეთის დამარცხებაა, საფრანგეთთან შინ და ესპანეთთან სტუმრად ქულების აღება კი ქეცბაიას გუნდისთვის მინიმუმზე გაცილებით მეტი იქნება.

საფრანგეთი-ფინეთისთვის ბოლო რეპეტიცია ასტანაში იქნება 14 აგვისტოს. ყაზახებთან ამხანაგური შეხვედრისთვის ქეცბაიამ არ გამოიძახა ლევან ყენია.

იყო მოლოდინი, რომ ნაკრების მწვრთნელი "დილას" 21 წლის თავდამსხმელ გიორგი ილურიძეს მიიწვევდა ამ მატჩისთვის, მაგრამ ასე არ მოხდა.

ჯერ არც ყენია და, რა თქმა უნდა, არც ილურიძე არ არიან ისეთი ფეხბურთელები, რომ მათი არგამოძახების გამო ნაკრების მწვრთნელს ქოქოლა დააყარონ, მაგრამ, როცა საქართველოს ნაკრებში კარგი, შემქმნელი ფეხბურთელების მწვავე დეფიციტია, გაუგებარი რჩება მწვრთნელის გადაწყვეტილება.

ფაქტია, რომ ამ ეტაპზე ილურიძე ჩინებულ ფორმაშია, ყენიაც რიგიანად გაისარჯა მეორე ბუნდესლიგის წინა ტურში.

ამხანაგურ თამაშში, შედეგის გარდა, სხვა ბევრი რამეც არის მნიშვნელოვანი, მათ შორის - ახალგაზრდა ფეხბურთელის დაკვირვება სანაკრებო დონეზე.

არ არის შედეგი, არ ჩანან ახალი, საინტერესო მოთამაშეები, ყენია კი ალბათ "დასჯილია" მწვავე ინტერვიუს გამო - ასეა საქმე ქეცბაიას გუნდში.

ფინეთის დამარცხებას ვინძლო არც ყენია დასჭირდეს და არც ილურიძე, ოღონდაც, რადგან საქმე ეროვნულ ნაკრებს ეხება, მწვრთნელს სტრატეგიული გადაწყვეტილებებიც მოეთხოვება.

* * *

მთავარი კი წინა კვირაში "დილას" გამონათება იყო. მერწმუნეთ, კარგ რამეებზე წერა უფრო ადვილიც არის და სასიამოვნოც.

ჯერჯერობით, "დილა" ამის საშუალებას იძლევა. დევდარიანმა თვენახევარში მოახერხა გუნდის სახის შექმნა, რაც კარგი შედეგის საწინდარია.

ილურიძე კი გოლს ისევ გაიტანს, რაღაცნაირად მჯერა ამ ბიჭის...

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
ჰაიდუკი-დილა. გამოხმაურება: ხორვატებმა რევიშვილი და ილურიძე გამოარჩიეს
გიორგი დევდარიანი: ყველაფერი თბილისში გაირკვევა
ჰაიდუკი-დილა 0:1 - გორის ციხე სპლიტშიც აუღებელია [VIDEO]

საქართველოს ნაკრების განაცხადი ყაზახეთთან მატჩისთვის ცნობილია

ლევან ყენია: თემურ ქეცბაიას ნახევარ გუნდთან მოუვიდა კონფლიქტი...
მკითხველის კომენტარები / 5 /
ისე ილურას არ გამოძახება არ შეიძლება ყველაფერი გააკეთა და გაისარჯა მეტს რაღას ითხოვს ქეცბაია ? მარცხნიდან ოქრი მარჯვნიდან თარგამაძე და შუაში ილურა კაი იქნება :* და რაც შეეეხება დილას ეხლა ჰაიდუკს მოუგებთ აქაც და იმედია სტადიონი გაივსება
ALONE :*
10:17 06-08-2013
0
მაგარი სტატიაა დავით (y) :))
Dinamo Fan
14:55 04-08-2013
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული