ვენის "რაპიდი" თბილისში ბრანკო ბოშკოვიჩის გარეშე ჩამოდის

AutoSharing Option
ვენის "რაპიდი" გორის "დილასთან" ევროპის ლიგის საპასუხო მატჩის ჩასატარებლად თბილისს 28 აგვისტოს ესტუმრება.

როგორც იცით, ავსტრიული ბუნდესლიგის ბოლო უქმეებზე "რაპიდმა" საკუთარ მოედანზე "გრიოდიგთან" 0:1 წააგო. ამ შეხვედრაში ტრავმა მიიღო ნახევარმცველმა, 33 წლის ჩერნოგორიელმა ნახევარმცველმა ბრანკო ბოშკოვიჩმა, რომელიც შინ დარჩა.

სხვა მხრივ კი, "რაპიდის" მწვრთნელ ზორან ბარიშიჩის განკარგულებაში ყველა ის ფეხბურთელია, რომელიც ვენური მატჩის განაცხადში იყო:

მეკარეები: იან ნოვოტა, სამუელ რადლინგერი;
მცველები: კრისტოფერ ტრიმელი, კრისტოფერ დიბონი, მარიო ზონლაიტნერი, თომას შრამელი, მარიო პაველიჩი, ლუკას დენერი, შტეფან პალა, ჰარი პიხლერი;
ნახევარმცველები: ტანოს პეცოსი,
ბრაიან ბეერენდტი, ლუკას გროზურეკი, ლუის შაუბი, შტეფენ ჰოფმანი, გვიდო ბურგშტალერი, ელდრის ბაირამი;
თავდამსხმელები: ტერენს ბოიდი, მარსელ ზაბიცერი.

გულშემატკივრებს კი ვეტყვით, რომ "დილა"-"რაპიდის" მატჩის ბილეთები უკვე იყიდება.

როგორც "დილას" ოფიციალური ვებგვერდი იტყობინება, ელექტრონული ბილეთების შესაძენად მიხეილ მესხის სახელობის სტადიონის სალაროებს 13 საათიდან უნდა მიაკითხოთ. ბილეთების ფასი 3 და 5 ლარია.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

რაპიდი-დილა 1:0 - თამაში ავანტიურის გარეშე [VIDEO]
გიორგი დევდარიანი: თუ აუცილებელი გახდა, ვა-ბანკზეც წავალთ
ლაშა გვალია: "დილა" ევროპის ლიგის ჯგუფში - წარმოგიდგენიათ, რა იქნება?
სწრაფი, ბასრი და იღბლიანი გრიგოლ დოლიძე: წილისყრამ გაგვიმართლა
გიორგი ილურიძე: ეტო'ოსა და კარლოსისგან ბევრი რამ ვისწავლე
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული