"თუ ეს პროექტი განხორციელდა, ქართული ფეხბურთი ამ წუმპეს თავს დააღწევს"

AutoSharing Option
ირაკლი ღარიბაშვილისა და საფეხბურთო სამყაროს ბოლოდროინდელი შეხვედრების შესახებ უკვე ბევრი დაიწერა (იხილეთ ვრცლად).

ჩინებულია, რომ პრემიერ-მინისტრი ფეხბურთის განვითარებით დაინტერესდა და საამისოდ სახელმწიფო კომისიის ჩამოყალიბებასაც აპირებს.

საფეხბურთო სამყაროს სხვადასხვა სეგმენტის წარმომადგენლებს ერთი და იმავე კითხვით მივმართეთ - პირველ რიგში, ქართული ფეხბურთის რომელი პრობლემის მოგვარებას შესთავაზებდით პრემიერ-მინისტრს?

* * *
ტარიელ ხეჩიკაშვილი, "საბურთალოს" პრეზიდენტი, ჰოლდინგ "იბერია ბიზნეს ჯგუფის" დამფუძნებელი:

"ფეხბურთით მთავრობის დაინტერესება ძალიან მახარებს. დროცაა, მის აღორძინებაზე მსჯელობა რომ დაიწყო.

მაგრამ მიმაჩნია - პროგრამაც კარგია, საკანონმდებლო ინიციატივებიც და სახელმწიფო დაფინანსებაც, თუმცა, ჩემი აზრით,
ბოლო წლებში ქართულ ფეხბურთში, უპირველესად, სამართლისა და ზნეობის დეფიციტი იგრძნობა.

ამ წლებში დატრიალებული მოვლენები არასწორად ან საერთოდ არ არის შეფასებული. ის ადამიანები, ვინც ჩვენი ფეხბურთი ამ დონემდე დასცა, მოვლენებს ობიექტურად ვერ აფასებენ.

მთავარი კი ისაა, რომ ქართული ფეხბურთისადმი ნდობა ყველამ დაკარგა - გულშემატკივარმა, ბიზნესმა, საერთოდ, მთელმა საზოგადოებამ და ამ ნდობის აღდგენის გარეშე ჩვენს ფეხბურთს არაფერი ეშველება.

ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს დღევანდელი ფედერაცია. სხვათა შორის, როგორც ბიზნესმენი, ვიტყვი - ვერც მენეჯმენტის კუთხით. პირიქით, ამაში ძალიან სუსტია და სწორი პოლიტიკაც არ გააჩნია. არ ხდება ზუსტი დიაგნოზის დასმა, თუ რა სჭირს ჩვენს ფეხბურთს. ამის ნაცვლად, ფონს გასვლას ვითარების შელამაზებით ცდილობენ.

ყველაზე უცნაური ისაა, რომ ვინც ქართული ფეხბურთი ამ დღემდე მიიყვანა და ვინც არასწორად მკურნალობდა, მას დღეს აქვს პრეტენზია, ფედერაცია მომავალშიც მართოს, მაგრამ ამის რესურსი არ გააჩნიათ.

მოკლედ, ჩემი აზრია, რომ ჯერ დიაგნოზი დავსვათ და მერე ვუმკურნალოთ.

სპორტის სამინისტროში საინტერესო პროგრამას გავეცანი, სადაც პრიორიტეტული მიმართულებები შერჩეულია და გლობალური ხედვაც დავინახე. თუ ეს განხორციელდა, ჩათვალეთ, რომ ქართული ფეხბურთი ამ წუმპეს თავს აუცილებლად დააღწევს".

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
ილია კოკაია: ღარიბაშვილს ფეხბურთი აინტერესებს და ეს ძალიან მაიმედებს
მკითხველის კომენტარები / 8 /
ფეხბურთი არ უნდა აჯდეს ბიუჯეტს წურბელასავით ფეხბურთის გარდა არსებობს სხვა სპორტის სახეობები რომელშიც მცირე დაფინანსებით დიდი შედეგები აქვს საქართველოს და ფეხბურთის გუნდებმა თვითონ მოიძიონ სპონსორები.
jorj
12 თებერვალი 2014 20:44
0
წყალში გადაყრილი ფულია ეგ.
jondi
12 თებერვალი 2014 20:27
0
ფეხბურთის განვითარების პროგრამა მართლა არ არის ფედერაციისთვის ფულის მიცემა სახელმწიფოს მხრიდან არამედ მისი სწორად გამოყენება და მეტი კონკრტეიკა.მართალს ამბობს ეს ადამიანი.ბავშვებიდან უნდა დაიწყონ ყველაფერი. აკადემია დუბლები კლუბი ამის ერთობლიობა მოგვცენმს შედეგს.
qutaiseli
12 თებერვალი 2014 17:49
0
ფეხბურთის განვითარების პროგრამა მართლა არ არის ფედერაციისთვის ფულის მიცემა სახელმწიფოს მხრიდან არამედ მისი სწორად გამოყენება და მეტი კონკრტეიკა.მართალს ამბობს ეს ადამიანი.ბავშვებიდან უნდა დაიწყონ ყველაფერი. აკადემია დუბლები კლუბი ამის ერთობლიობა მოგვცენმს შედეგს.
qutaiseli
12 თებერვალი 2014 17:48
0
ტარო,
კარგი ბიჭი ხარ ასე რომ აზროვნებ და ჯობია შენნაირმა ხალხმა უფრომ მეტი ჩართულობა გამოიჩინონ ამ საქმეში.

უბრალოდ სირჩვილია, ვინც ეხლა მართავენ ქართულ ფეხბურთს, რას აკეტებენ.

ეგ ქეცბაია კარგი და პატიოსანი კაცი რომ იყოს, უბრალოდ გადადგებოდა და დაამტკიცებდა რომ ფულის მონა არ არის (ნორმალურ ქვეყანაში ასე აკეთებენ), მაგრამ ვაი შენ საქართველოვ............
Sason Hogi
12 თებერვალი 2014 16:09
0
წესიერმა ხალხმა თუ არ მართა, რა აზრი აქვს, ტყულა გადაყრა გამოვა.
giga
12 თებერვალი 2014 15:57
0
ქართველი გულშემატკივარი დაუნახავი არ არის და აფასებს თითოეული ადამიანის გაკეთებულს, სიჭინავა იქნება თუ ფიფია, მაგრამ პრობლემა ის არის, რომ არ არსებობს ქართული ფეხბურთის განვითარების სამომავლო სტრატეგია,ვერ გაგვირკვევია რა ნიშა უნდა დაიკავოს საქართველომ ევროპულ ფეხბურთში, რომ ერთიანი სტრატეგიით იმუშაოს ყველა კლუბმა. ბოლოსდაბოლოს ჰოლანდიას და საფრანგეთს არ ეთაკილება იყოს ფეხბურთელების მიმწოდებელი და იმიტომაც ათამაშებს 17-18 წლის ბიჭებს. ვინმეს შეუდარებია ქართული და ჰოლანდიური კლუბების საშუალო ასაკი. ღიპიანი კაცების ძუნძულის საყურებლად გულშემატკივარი არ ივლის. არადა როგორც პოლიტიკოსი, ასევე ფეხბურთელი ხალხის მასისგან იღებს მუხტს და მერე ფთაშესხმული თამაშიც გამოსდის.
nuca
12 თებერვალი 2014 15:35
0
გაიხარე ტარიელ შენნაირი ადამიან ინეტავ ბევრი იყოს ! სწორი ხარ რეზი არველაძეს რას უნდა ფედერაციის პრეზიდენტად
gio
12 თებერვალი 2014 15:28
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული