არსებული მდგომარეობით, სფფ-ის ვალი 16 785 000 ლარს შეადგენს

AutoSharing Option
საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის გენერალურმა მდივანმა დავით მუჯირმა დღევანდელ ყრილობაზე აუდიტის დასკვნის შედეგები გამოაქვეყნა.

როგორც მუჯირმა განაცხადა, ფეხბურთის ფედერაციის ყოფილი ხელმძღვანელობის ქმედებების შედეგად ფედერაციაში საბიუჯეტო დეფიციტის საერთო რაოდენობამ, ამ დროისთვის არსებული მდგომარეობით, 16 785 600 ლარი შეადგინა. აქედან დავალიანება შეადგენს 11 მილიონ 785 ლარს, ხოლო წინასწარ გახარჯული თანხები - 5 000 600 ლარს.

მუჯირის განმარტებით, აუდიტი ფედერაციაში ახალი ხელმძღვანელობის მისვლისთანავე ჩატარდა. მისივე თქმით, საბიუჯეტო დეფიციტი გამოიწვია საბანკო სესხებმა, სხვადასხვა ორგანიზაციის მიმართ დავალიანებამ, უეფა-დან და ფიფა-დან გადმორიცხული თანხების წინასწარ და არამიზნობრივმა დახარჯვამ,
ასევე, კერძო პირებზე გაცემულმა თანხებმა და შემდეგ ამ თანხების ჩამოწერამ.

მომზადებულია ipn.ge-ს მიხედვით
ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 13 /
რა პერიოდს მოიცავს ვინმემ იცით ?
boneki
29 ივნისი 2016 07:35
0
მილიონიც შეჭამეს და მეტიც შენმა მოწონებულმა ფედერაცია კლუბებმა. 40 კაცი ჰყავდათ შტატში აქედან ნახევარს ერქვა ფეხბურთელი. ეგ არ იყო ფულის შეჭმა? ან რომელი კანონით დაიჭერდი?
კომუნისტებს რა ქონდათ თავში კარგად გცოდნია, ეხლა კი როცა არაფერი გაქვს ამიტომ აძლევ ყველას ერთნაირად ხოლო დანარჩენი მათი მუშაობის მიხედვით დაემატებათ. მე არ ვამბობ უიმე რა კარგად მიდის საქმე, მაგრამ საქმე დაწყებულია და ახლა კრიტიკით შეგიძლია ,მხოლოდ შეცდომებზე რომელსაც დაუშვებენ, ხოლო სტრატეგია გარკვეულია და უკან წასვლა სიკვდილის ტოლფასი. ვისაც ჩემი ქართული არ მოგწონთ - გაიცინეთ, მთავარია აზრი გაიგოთ.
haha
29 ივნისი 2016 07:30
0
"უცნობს":ასეთი ფაქტები თუ გაქვს ქათამივით რატომ კრიახობ?მაგ ფონდის ამბავი სუყველას აინტერესებს ვისაც ქართულ ფეხბურთზე გული შესტკივა,მაგრამ ღიად უნდა ვისაუბროთ ძველი N...ის გმირობებზე და თუ ისინი ახალმა N...ბმა ჩააანაცვლა იმაზეც,თუ არა და შენც მაგათ სიაში ხარ.ისე შენ "მალიარი" ან "მომღერალი" ხომ არა ხარ?დედას გაფიცებ სიმართლე,თუ არ გვითხრა.ჰააა...დაფიქრდი ბიჯოოოო....
თამაზი ცომაია
29 ივნისი 2016 01:06
0
ყველა ფონდი კორუფციული გარიგებებისთვის იქმნება
ენცო
28 ივნისი 2016 23:47
0
HAHA-ს!ჯერ ქართულად წერა და კითხვა ისწავლე.საქვეყნო საქმეებზე კი შემდეგ ისაუბრე.კრიახით კი შენისთანები კრიახობენ.ფულის უაზროდ ხარჯვა თითიდან გამოწოვილი მიზეზია.ეს იმისათვის მოიგონეს,რომ ფონდის შექმნა გაემართლებინათ.ფონდის ყოველთვიური ხარჯი 100 ათას ლარს აჭარბებს,წელიწადში მილიონ ორასიათასია,ამაზე მეტს რომელი გუნდი შეჭამდა?გუნდებს კი უაზრო ხარჯს არავინ გააწევიებდა.ნებისმიერ თანხაზე თუ დასაბუთებულ მოთხოვნას არ წარადგენდი,ისე ხაზინა ერთ თეთრს არ ჩაგირიცხავდა.გუნდების ერთნაირი დაფინანსება კი კომუნისტებსაც კი არ მოსვლიათ თავში,რადგან ეს იმ დონის სისულელეა,რომ პოლემიკადაც არ ღირს.დღეს მთელი მსოფლიო დეცენტრალიზაციისაკენ მიდის,თქვენ კი ისევ ცენტრალიზაცია გინდათ.ხოლო ჩვენს შორის ვინ არის მეოცე საუკუნეში ჩარჩენილი,ხალხმა გადაწყვიტოს.
უცნობი
28 ივნისი 2016 22:14
0
ესენი ნახე რა ერთი რა ამბავი ატეხეს. რაია სიმონ აღარაა თქვენი დრო და ილანძღებით? დამშვიდდით ძამია, დავალიანება არ ნიშნავს აუცილებლად დაჭერას. დავალიანება ყველას აქვს, მაგრამ ამისთვის არავის იჭერენ. აქ ლაპარაკია იმაზე რომ ფული სწორად არ იხარჯებოდა.
სხვატაშორის ზესტას შეფმა იმიტომ ატეხა ჩხუბი რომ ითხოვდა ყველაშ თამაბრად მიცეს სახელმწიფომო. რატომ აქვს გორის დილასო ჩემი გადახდილი ფულიო. ჰოდა ახალი წესით ყველას ეძლევა. წინასწარ რო კრიახობთ, მიზეზი ვიცით. აღარ მოგცემენ სასუალებას რომ ფული უაზროდ ჭამოთ, ამიტომახ ატეხეთ ერთი ამბავი. კი მარა, დომენტას უჭერდით მხარს და ამათმა რა დაგიშავეს რომ აკრიახდით.
haha
28 ივნისი 2016 21:30
0
ხომ არ იცით,ფეხბურთის "განვითარების" (დაქცევის) ფონდს,რომელიც 4 თვის შექმნილია,რამდენი აქვს გუნდების დავალიანება?რაიონებში ძლივს გამოცოცხლებული ფეხბურთი რომ ისევ სამარისაკენ მიემართება,ვისი ბრალია?ვაი, ჩვენო ფეხბურთო,საით მიდიხარ?
უცნობი
28 ივნისი 2016 20:58
0
რა დავოლნი სახიტ იყურება ეს სუბიექტი
grigala alek
28 ივნისი 2016 20:33
0
ფიფიას დაკრულზე იარეტ და წინ წახვალტ..იმას მიხედეტ ნიწიერ ბავსვებს ფულს რო სტხოვენ..მუჯირს ხელფასი აქ კარგი და სხვა რამეზე რას ინახვლებს..
gaga
28 ივნისი 2016 20:18
0
ნუ წაიღეთ ტვინი ამ აუდიტით მე რომ წამეღო ფული ხო მიკრავდით ციხეში თავს დაიჭირეთ სიჭინა და ძმანი მათი ისე რა აზრი აქ ამ ყბადაღებულ აუდიტს
iri
28 ივნისი 2016 19:24
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული