რომან ფიფია: სომხეთში მძიმე, მაგრამ უკეთეს თამაშს ველი

AutoSharing Option
ჩემპიონთა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ შეხვედრაში თბილისის "დინამომ" სომხური "ალაშკერტის" ძლევით (2:0) შემდგომ სტადიაზე გასვლის დიდი შანსი დაიბევა.

- დინამო-ალაშკერტი 2:0 - უფრო შემქმნელი, მრავალფეროვანი და საშიში [VIDEO+PHOTO]

"დინამოს" პრეზიდენტი რომან ფიფია რთულ საპასუხო მატჩს ელის, რომელიც 19 ივლისს, ერევანში გაიმართება.

"მატჩითა და თამაშის ხარისხით საკმაოდ კმაყოფილი დავრჩი. შეიძლება ითქვას, პირველი შეხვედრა გაცნობით ხასიათს ატარებდა. მეორე ნახევარი კარგად ჩავატარეთ და ამის ხარჯზე მოვიგეთ. ბევრი მომენტი კი გვქონდა, მაგრამ უპირატესობის სრულად რეალიზაცია ვერ მოვახერხეთ.

თუმცა არა უშავს, სომხეთში "დინამოსგან" უკეთესი
თამაშის იმედი მაქვს. ძალიან მძიმე დაპირისპირება გველოდება და ამისთვის უნდა მოვემზადოთ.

"ალაშკერტთან" შეხვედრას დაახლოებით 15 ათასი მაყურებელი დაესწრო, რაც მახარებს. იმედი მაქვს, რომ შემდგომ ეტაპზე გავალთ და მესამე საკვალიფიკაციოში ბევრად მეტ მაყურებელს მოვიზიდავთ".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 27 /
ფიფია ქართულ ფეხბურთს ძალიან ეხმარება, ასეთი ადამიანები ბევრი რო იყოს ქართულ ფეხბურთში ძალიან დაგვეხმარება
ჯჯ
16 ივლისი 2016 13:10
0
დინამო უბრალოდ შეუთამაშებელია და ეს ბუნებრივია, ამდენი ახალი მოთამაშე დავიმატეთ, მეც ბევრად უკეთეს თამაშს ველი, ისევე როგორც მეორე ტაიმი იყო ბევრად უკეთესი, ვიდრე პირველი თბილისური მატჩისა.
bmb
16 ივლისი 2016 13:05
0
სომხები ცუდი გუნდი არ ჩანს..მაგრამ წესით არ უნდა გაგვიჭირდეს გასვლა..მაგრამ ზაგრების დინამოსთან ასეთი თამაშით წარმატების იმედი ნაკლებად მაქვს...დალაგდეს უნდა ცენტრში თამაში..საყრდენები არ არიან აშკარად ფორმაში..ბევრი შეცდომები დაუშვეს..დაცვაშიც 2-3 ისეთი შეცდომა დაუშვეს ნორმალური გუნდი არგაპატიებს....წარმატებები ბიჭებს..ძალიან მნიშვნელოვანი იყო ეს მოგება...
bujanga
16 ივლისი 2016 12:49
0
მადლობა ბტ რომანს ყველაფრისათვის რასაც ის ქართული ფეხბურთისათვის აკეთებს...
მადლობა
16 ივლისი 2016 12:26
0
ბატონო რომან , მოსაგებად თუ ჩადიხართ ერევანში, აუხსენით ფეხბურთელებს ცოტა ჟილკა გამოაჩინონ და რენე პერეირამ რომ ითამაშა პირველ მატჩში ისე უნდა ითამაშოს თითოეულმა მათგანმა, ბოლო წამამდეა თამაში და არავითარი მოდუნება! თორემ ისე სომხები არაფერს არ გამოგატანენ , ბოლომდე ითამაშებენ და ყველანაირი ხერხით შეეცდებიან ,თავიანთი გაიტანონ და სჰემდეგ ეტაპზე გავიდნენ!
gio
16 ივლისი 2016 12:22
0
ღმერთმა ქნას დინამომ დაძლიოს სომხური ბარიერი,ეგ გვინდა ჩვენც,მაგრამ ეს ძნელი იქნება,მაგრამ არა შეუძლებელი,არც სომხები წყვეტენ ციდან ვარსკვლავებს,მაგრამ ძალიან ფრთხილად უნდა ვითამაშოთ,თორემ შესაძლოა დინამომ გორის ბედი გაიზიაროს,რაც დიდი სენსაცია ნამდვილად არ იქნება.
roma
16 ივლისი 2016 12:01
0
ბატ რომან ძალიან დიდი მადლობა, რომ აფინანსებთ ქართულ ფეხბურთს)
კოკაიაც, რომ დააბრუნოს ფედერაციას კარგ ჩემპიონატს მივიღებთ დამიჯერეთ!!!!
ika
16 ივლისი 2016 11:52
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული