თბილისის "დინამომ" სომხური "ალაშკერტი" ორი მატჩის ჯამში დაამარცხა [VIDEO]

AutoSharing Option
19 ივლისს, თბილისის "დინამომ" ჩემპიონთა ლიგის II საკვალიფიკაციო ეტაპის საპასუხო მატჩი სტუმრად ერევანში "ალაშკერტთან" გამართა. რესპუბლიკურ სტადიონზე შეხვედრა ფრედ, ანგარიშით 1:1 დასრულდა.

შესაბამისად, საქართველოს ჩემპიონებმა ორი მატჩის ჯამში მეტოქე 3:1 დაამარცხეს და III საკვალიფიკაციო ეტაპზე თამაშის უფლება მოიპოვეს, სადაც ზაგრების "დინამოსა" და მაკედონიური "ვარდარის" წყვილში გამარჯვებულს შეხვდებიან.

ანგარიში 21-ე წუთზე ჯაბა ჯიღაურმა გახსნა, რითაც ფაქტობრივად გადაწყვიტა ორრაუნდიანი დაპირისპირების ბედი. მასპინძლებმა გაიბრძოლეს და გათანაბრება 51-ე წუთზე ნორაირ გეზალიანის გოლით მოახერხეს.

ეს იყო და ეს, ამის შემდეგ სომხურ გუნდს დასამახსოვრებელი არაფერი შეუქმნია,
დინამოელებს კი გატანისა და გამარჯვების შანსი ჰქონდათ.
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

შეგახსენებთ, რომ თბილისის "დინამო" ერთადერთი ქართული გუნდია, რომელიც ევროთასებს შემორჩა.
მკითხველის კომენტარები / 18 /
მეორე ტაიმში რო მოენდომებინათ ცოტა ანგარიშს გამოვიცნობდი 1-2 მქონდა ნავარაუდევი
mindia
19 ივლისი 2016 22:45
0
ამ თამაშით ესენი წნორის მილანს ვერ მოუგებენ
lasha
19 ივლისი 2016 22:27
0
წარმატებები დინამოს
gio
19 ივლისი 2016 22:19
0
ვულოცავ დინამოს გამარჯვებას ზალიან გამიხარდა მაგრამ ერტი ცესიერი ცენტრ ფორვარდი გვინდა სასცრაფოდ
რომ კონკურენცია დიდი იყოს დინამოსჰი კვილიტაიას მეტი მოეტხოვება ვერაფერი ვერ გააკეტა ბევრი აკვს კიდევ დასამტკიცებელი.ჯერ რომელ კარგ გუნდჰი გადასვლა უნდა დინამოს დაუდგეს გვერდიტ და მტელი გულიტ იტამასჰოს ნიჯიერი ბიჯია და უფრო უნდა მოინდომოს
ცარმატებებს ვუსურვებ დინამოს . მაგრამ გუნდმა ორმაგად უნდა გამოასცოროს ტამასჰი ხარისხობლივად ტორემ ზალიან გაუჯირდება ხორვატული გუნდის ბარიერის დაზლევა ეს ერტი გუნდიგა გყვავს ევრო ტასებზე და იმედია ბიჯებმაც კარგად იციან ცარმატებები დინამოს
amirani
19 ივლისი 2016 22:12
0
ვულოცავ დინამოს და იმედია მეორე ტაიმის ჩავარდნა შემთხვევითობაა..
პაატა
19 ივლისი 2016 22:00
0
არასასიამოვნო საყურებელი იყო პირველი 25 წუთის მერე. ასე პროფესიონალები არ უნდა თამაშობდნენ.
მინდა მჯეროდეს რომ დინამო ზაგრებსაც დასძლევს, მაგრამ მეეჭვება რადგან ასეთი თამაშით ალბათ იგივე განმეორდება რაც ტოტენჰემთან იყო
Jango
19 ივლისი 2016 21:23
0
ვულოცავ დინამოს. წინ უფრო ძლიერი გველოდება, ვუსურვებ წარმატებას.
gia
19 ივლისი 2016 21:07
0
კვეკვესკირ ერევანში ბინები რა ღირს?
vazha
19 ივლისი 2016 20:55
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული