დინამო-ზაგრები: თამაშამდე 1 დღით ადრე 8 000-მდე ბილეთია გაყიდული

AutoSharing Option
თბილისის "დინამოსა" და ზაგრების "დინამოს" შორის ხვალ გასამართი ჩემპიონთა ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩზე დასასწრები გაყიდული ბილეთების რაოდენობა ამ წუთისთვის დაახლოებით 8 000-ს შეადგენს.

აღნიშნული ინფორმაცია Sportall.ge-ს თბილისური კლუბის პრესსამსახურმა აცნობა.

შეგახსენებთ, რომ ჩემპიონთა ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპის საპასუხო მატჩი ქართულ და ხორვატულ გუნდებს შორის "დინამო არენაზე" ხვალ 21:00 საათზე დაიწყება. მატჩზე დასასწრები ბილეთების ფასი 5 და 10 ლარს შეადგენს. "დინამო არენას" სალაროებში ბილეთები ხვალ დილის 11:00 საათიდან მთელი დღის მანძილზე გაიყიდება.
მკითხველის კომენტარები / 13 /
ხალხს მემგონი კომუნიზმში მოეატრა დაბრუნება უფასოდ უნდათ ყველაფერი და თან მადა დიდი აქვთ. წავიდა ის დრო 30 კაპიკიანი ბილეთი აღარ იქნება უნდა შევაგუოთ ამას თუ გვინდა კაპიტალიზმი.
kika
02 აგვისტო 2016 16:51
0
აბა მოსულა დღეს 14700 და ეგაა...
უშველის კი ეს დინამოს?
jarji21
02 აგვისტო 2016 13:15
0
25 ლარი გახადეთ და უფრო მოვა ხალხი...არ აქვს ხალხს 5 ბევრია არ მაქვს და რა ვქნა
დავით
02 აგვისტო 2016 11:14
0
მეც ვარ იმ 8000 სში
Dinamo
02 აგვისტო 2016 11:10
0
ერთი შენი გადახდილი 40-50 ევრო დამანახა რომელ თამაშზე გაქვს გადახდილი ისიც იქნებ გვაუწყო. მგონი პაიჭაძეზეც არ ყოფილხარ და მათემატიკასთანაც გეტყობა მწყრალად ხარ ძალიან კალკულატორის გარეშე ალბათ 2-ს 2-
........
02 აგვისტო 2016 10:50
0
ლარიც არ ღირს ამათი მთხლებურთეობა
giga
02 აგვისტო 2016 09:47
0
25 000 კაცი თუ მივა ამ პერიოდში კარგი შედეგი უნდა იყოს
miriani
02 აგვისტო 2016 09:24
0
აგვისტოს პირობაზე სულაც არ არის ურიგო 8 ათასი ბილეთი. თამაშის დღესაც რომ ერთი ამდენი გაიყოდოს ძალიან კარგი იქნება. თუ გავითვალისწინებთ იმას რომ ნახევარი თბილისი სოფელშია გასული და წინა თამაშის შედეგი მაინცდამაინც დიდ იმედს არ ტოვებს, ამდენი გულშემატკივრის მოსვლა კიდევ ერთხელ მიუთითებს იმაზე რომ დინამო ხალხს მაინ უყვარს მიუხედავად ტრადიციად ქცეული პათოლოგიური წაგებებისა.
ლუკა
02 აგვისტო 2016 03:16
0
5 ლარიანზე ბევრად უკეთეს ფეხბურთს ნამდვილად აჩვენებს დღეს დინამო. გადაიხადეთ თითო თამაშზე ბილეთში 40-50 ევრო და ფეხბურთიც შესაბამისი იქნება. მუქთად რომ გინდათ ყველაფერი, მაგის ბრალია ))
........-s
02 აგვისტო 2016 00:13
0
აზრზე არ ხარ საერთოდ... 8000 ბილეთი ერთი დგით ადრე ცოტა გგონია... თამაშის დგეს მინიმუმ ხუთჯერ მეტი იკიდება... ახლა მოკიდე კალკულატორს ხელი და დაიანგარიშე...
qarveli
01 აგვისტო 2016 23:28
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული