გიორგი ონიანი "ზესტაფონს" სეზონის დასრულებისთანავე დატოვებს და ფაქტობრივად, გადაწყვეტილია, რომ კარიერას გორის "დილაში" განაგრძობს. სწორედ ამიტომ ფინალის წინ იგი საინტერესო რესპონდენტად მივიჩნიეთ.
- თითოეული ჩვენგანი ძალიან მობილიზებული და საბრძოლოდ შემართულია. ბედნიერები ვართ, რომ ჩემპიონობა შევინარჩუნეთ, ახლა კი დუბლის შესრულების შანსი გვეძლევა და მის ხელიდან გაშვებას არ ვაპირებთ.
- შენი მომავალი გუნდის წინააღმდეგ თამაში ფსიქოლოგიურად ხომ არ გაგიჭირდება?
- "დილასთან" ჯერ მხოლოდ სიტყვიერი შეთანხმება მაქვს,
- რას ეტყოდი წასვლის წინ ზესტაფონელ გულშემატკივრებს?
- გამარჯვებისას თუ მარცხისას, მათგან ყოველთვის ვგრძნობდი დიდ სითბოსა და სიყვარულს, რისთვისაც ამ ხალხს დიდ მადლობას ვეუბნები.
"ზესტაფონში" გატარებული სამი წელიწადი არასდროს დამავიწყდება და მთელი ცხოვრების განმავლობაში ტკბილად გამყვება.
გიორგი ონიანი: მადლობა ზესტაფონელ ქომაგებს (იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ასევე იხილეთ
ზესტაფონი VS დილა - საქართველოს თასის ფინალის წინათქმა
გიორგი ჭიაბრიშვილი: ფინალის ბედს გუნდური თამაში გადაწყვეტს
თემურ შალამბერიძე: ძნელი მატჩი იქნება, მაგრამ ჩემი ბიჭების მჯერა
თორნიკე გორგიაშვილი: თასის ფინალში ღია და სანახაობრივ ფეხბურთს ველოდები
ზურაბ არზიანი: ელოდეთ სანახაობას
მათე ვაწაძე: "ზესტაფონის" დაცვა საქართველოში საუკეთესოა