მათე ვაწაძემ გორის "დილაში" ჩატარებულ 13 შეხვედრაში 11 გოლი გაიტანა. კვალიფიციური თავდამსხმელების კატასტროფული დეფიციტის პირობებში, თუნდაც ჩვენი ჩემპიონატის დონის გათვალისწინებითაც, ეს მშვენიერი მაჩვენებელია.
თუმცა, ეს ყველაფერი უკვე წარსულია - გორელი გულშემატკივარი 22 წლის თავდამსხმელისგან სეზონის მთავარ გოლს თასის ფინალში ელოდება.
- ბოლო ტურებში ხშირად არ თამაშობდი და ბუნებრივად გაჩნდა კითხვა, ტრავმა ხომ არ გაწუხებს?
- საბედნიეროდ, ჯანმრთელად ვარ და ფინალისთვის ვემზადები.
- ევროთასებზე გასულები
- ფინალში ორივე გუნდი გამარჯვებას გეგმავს. გააჩნია, დავალებას უკეთ ვინ შეასრულებს. ჩვენ ახლა მშვენიერი ფსიქოლოგიური განწყობა გვაქვს, რადგან ევროპის ლიგის საგზური მოვიპოვეთ და თუ ამას თასის მფლობელის ტიტულს დავამატებთ, კარგი იქნება.
- "ზესტაფონის" დაცვაზე რას იტყვი?
- გულწრფელად ვამბობ, დაცვაც და მთლიანად "ზესტაფონიც" ძალიან მომწონს, ფეხბურთს თამაშობენ და არა - ანტიფეხბურთს. დაცვაში კი კარგი ფეხბურთელები ჰყავთ, საჯაია, ონიანი, ელიავა, კობახიძე, ღონღაძე.
საწყენია, ხიდეშელი ტრავმებმა რომ გააწვალა.
მოკლედ რომ გითხრათ, მიმაჩნია, რომ "ზესტაფონს" საქართველოში საუკეთესო დაცვის ხაზი ჰყავს. უხეშობით არ გამოირჩევიან, მაგრამ სადაც საჭიროა, სიხისტესაც არ ერიდებიან.
ნებისმიერ შემთხვევაში, ეს არის გუნდი, რომელიც თავადაც თამაშობს და შენც გათამაშებს და შეუძლებელია, მის მიმართ პატივისცემით არ განეწყო.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ასევე იხილეთ
ზესტაფონი VS დილა - საქართველოს თასის ფინალის წინათქმა
გიორგი ჭიაბრიშვილი: ფინალის ბედს გუნდური თამაში გადაწყვეტს
თემურ შალამბერიძე: ძნელი მატჩი იქნება, მაგრამ ჩემი ბიჭების მჯერა
გიორგი ონიანი: დუბლის შესრულების შანსის ხელიდან გაშვებას არ ვაპირებთ
თორნიკე გორგიაშვილი: თასის ფინალში ღია და სანახაობრივ ფეხბურთს ველოდები
ზურაბ არზიანი: ელოდეთ სანახაობას