გია გეგუჩაძე: იმედია, ხარისხიანი და საინტერესო თამაში იქნება

AutoSharing Option
25 მაისს, დავით ყიფიანის სახელობის თასის ფინალისტებმა, თბილისის "დინამომ" და "სამტრედიამ" "მიხეილ მესხზე" ივარჯიშეს, შუალედში კი გუნდების მთავარმა მწვრთნელებმა პრესკონფერენცია გამართეს.

გია გეგუჩაძე
, "დინამოს" მთავარი მწვრთნელი:
"ტიტულის შენარჩუნება ნებისმიერი გუნდისთვის მნიშვნელოვანია. იმედია, ორივე ფინალისტი ხარისხიან და საინტერესო ფეხბურთს შესთავაზებს გულშემატკივარს.

სამწუხაროა, რომ ვერ გვეხმარებიან ტრავმირებული ჭანტურია და ტაბატაძე, ხოლო შერგელაშვილი დისკვალიფიცირებულია. მიუხედავად იმისა, რომ რენე ფერეირამ ვარჯიშზე ფეხი იტკინა, არა მგონია, ტრავმა სერიოზული იყოს.

რაც შეეხება იმას, რომ ფინალში გერმანელები იმსაჯებენ,
ეს სასიამოვნო ფაქტია. მსგავსი რამ ბევრ ქვეყანაშია მიღებული. თუმცა კვალიფიციური მსაჯები საქართველოშიც გვყავს და მათაც ვენდობი".

Sportall.Ge

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული