ცხინვალი-შუქურა 1:1 - მერაბ ურიდიას გადამწყვეტი სოლო

AutoSharing Option
საქართველოს თასის გათამაშების საპასუხო მერვედფინალში "ცხინვალმა" საშინაო ასპარეზზე ვერ დაამარცხა ქობულეთის "შუქურა" და მეოთხედფინალის საგზური მეტოქეს დაუთმო.

კარგი თამაში გამოვიდა. სახიფათო მომენტი მრავლად იყო და გუნდები თავს არ ზოგავდნენ. პირველი შეხვედრა "შუქურამ" 3:1 მოიგო და ცხადი იყო, საპასუხო მატჩში კახა კაჭარავას გაწვრთნილ "ცხინვალს" მხოლოდ გამარჯვებაზე უნდა ეთამაშა.

"შუქურას" სამწვრთნელო შტაბმა ძირითად შემადგენლობაში 5 მცველი დააყენა. "ცხინვალს" დააკლდა დისკვალიფიცირებული ლევან კაკუბავა. მიკროტრავმების გამო თადარიგში ისხდნენ მეკარე გიორგი ნადირაძე და მთავარი ფორვარდი - ნიკა კაჭარავა.

პირველი სახიფათო მომენტი "შუქურამ" შექმნა. დაცვის შეუთანხმებელი
მოქმედების შემდეგ ილია კერძევაძე მეკარე ომარ მიგინეიშვილთან პირისპირ აღმოჩნდა, თუმცა დარტყმა შედეგიანი ვერ აღმოჩნდა. დამატებაზე გიორგი ჩელებაძემ სცადა გატანა, მაგრამ ისევ უშედეგოდ - ცარიელი კარისკენ მგორავ ბურთს უჩა ბურძენაძე გადაეღობა.

მერე ორჯერ იაქტიურა ცხინვალელთა შორის საუკეთესო თორნიკე გორგიაშვილმა. 36-ე წუთზე მან ჩინებული პასი მისცა ვასილ ბაჩიაშვილს, რომლის დარტყმული კარს ზემოდან გადასცდა.

მეორე ტაიმის დაწყებიდან შვიდ წუთში, ჩელებაძის აქტიურობის შემდეგ, კერძევაძეს შეეძლო გატანა, მაგრამ მცველები გადაეფარნენ და "შუქურამ" ანგარიში ვეღარ გახსნა.

61-ე წუთზე კი, აკაკი შულაიას ჩაწოდების შემდეგ, ნიკა კაჭარავა ვერ შესწვდა ბურთს. თუმცა ერთ წუთში "ცხინვალის" ფორვარდმა მაინც იზეიმა გოლი - კუთხურიდან ჩაწოდებულ ბურთს ადგილზე დახვდა და მასპინძლები მძლავრი თავურით დააწინაურა.

გოლამდე ცხინვალელები უპირატესობას ფლობდნენ, გოლის შემდეგ კი თამაში გათანაბრდა და ორმხრივი იერიშებით გაგრძელდა. 83-ე წუთზე წონასწორობა აღდგა - ყაზანის "რუბინის" ყოფილმა ფეხბურთელმა მერაბ ურიდიამ შესანიშნავი სოლო-რეიდი განახორციელა და გოლითაც დააგვირგვინა - 1:1.

88-ე წუთზე "ცხინვალი" პენალტს ითხოვდა. საბოლოოდ, არბიტრმა ჯარიმა დანიშნა. რატი ცაცკრიალაშვილის დარტყმა ოდნავ ასცდა კარს.

სულ ბოლოს კი კაჭარავას თავური "ცხრიანიდან" ჩამოხსნა ქობულეთელთა მეკარე აზამატ ჯიოევმა.

საქართველოს თასი. 1/8-ფინალი. საპასუხო მატჩი
27.10. თბილისი. "მიხეილ მესხი" (სათ)
ცხინვალი-შუქურა 1:1
[პირველი მატჩი: 1:3]
გოლები: 1:0 კაჭარავა (64), 1:1 ურიდია (83)
ცხინვალი: მიგინეიშვილი, ქოჩლაძე, შულაია (76. ცაცკრიალაშვილი), ქარდავა, ბეჭვაია, მაისაშვილი, ბურძენაძე, ბაჩიაშვილი, გორგიაშვილი, მახარობლიძე (46. ლეკვთაძე), ივანიშვილი (59. კაჭარავა).
სათადარიგოები: ნადირაძე, ნ. ჯიშკარიანი, ცერცვაძე, ლობჯანიძე
მწვრთნელი: კახა კაჭარავა
შუქურა: ჯიოევი, ბაჯელიძე, ბაგაევი, ჭეიშვილი, ჩალაძე, გეგეჭკორი, პუკანიჩი, თარხნიშვილი (65. გეწაძე), წიქარიძე, ჩელებაძე (88. ინგოროყვა), კერძევაძე (69. ურიდია).
სათადარიგოები: თ. კაკალაძე, კომახიძე, ცხოვრებოვი, მ. კაკალაძე
მწვრთნელი: თემურ შალამბერიძე
გაფრთხილება: ბაჯელიძე (50), მიგინეიშვილი (50)
არბიტრი: ი. კვირიკაშვილი.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 2 /
მიდი გორგი!შენი ფანი ვარ. ფორცა ცხინვალი!
kale
17:28 28-10-2015
0
ვაა გორგიაშვილი ფორმაში შედის? დიდიხანია არსად გამოჩენილა.
nika
16:12 28-10-2015
0

სიახლეები პოპულარული