ზუგდიდი-დილა 0:1 - თასი უჩემპიონოდ [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
საქართველოს ჩემპიონი გორის "დილა" დავით ყიფიანის სახელობის თასის გათამაშებას გამოეთიშა. 1/8-ფინალის საპასუხო შეხვედრაში უჩა სოსიაშვილის გუნდმა სტუმრად "ზუგდიდს" მინიმალური ანგარიშით კი მოუგო, თუმცა ორი მატჩის ჯამში დამარცხდა.

შეგახსენებთ, ამ გუნდების პირველი დაპირისპირება გორში ზუგდიდელებმა ანგარიშით 2:1 მოიგეს.

27 ოქტომბერს, ზუგდიდის საწვრთნელ ბაზაზე გამართული შეხვედრის ერთადერთი გოლი პირველ ტაიმში გავიდა.

მაშუკოვის ფლანგზე გარღვევის შემდეგ მეტოქის ფეხბურთელმა ისლამი საჯარიმოს ზედ ხაზზე წააქცია და საჯარიმო დარტყმა დაინიშნა. ოთარ მარცვალაძის ჩაწოდების შემდეგ ბურთი გიორგი ერისთავს მიუვიდა, რომელმაც ახლო მანძილიდან ძლიერი დარტყმით შეძლო გატანა.

დარჩენილ
დროში სტუმრები მწვავედ უტევდნენ, თუმცა შეხვედრაში ანგარიში აღარ შეცვლილა და შედეგად, 1/4-ფინალში "ზუგდიდი" ითამაშებს.

საქართველოს თასი. 1/8-ფინალი. საპასუხო მატჩი
ზუგდიდი-დილა 0:1
[პირველი მატჩი 2:1]
გოლი: 0:1 ერისთავი (31).
ზუგდიდი: მამალაძე, მაჩაიძე, ნარმანია, წყაროზია, ჯავაშვილი, ტყემალაძე, ძაგანია, გ. სამუშია, თუთბერიძე, ფიფია (თიბილაშვილი 64), ბულია (ც. სამუშია 61).
სათადარიგოები: ც. სამუშია, ჩანგელია, ჯომიდავა, ქირია, ქანთარია, თბილაშვილი, ლაშხია.
მთავარი მწვრთნელი: ბესიკ შეროზია.
დილა:
შევჩენკო, კვირკველია, სამხარაძე (ილურიძე 82), კვახაძე, ხურცილავა, ფალავანდიშვილი, გვალია, ერისთავი (ნავალოვსკი 69’), გოგუა (ძარია 74’), მარცვალაძე, მაშუკოვი.
სათადარიგოები: მუჯრიშვილი, ლომიძე, ნავალოვსკი, პაპავა, ძარია, ნონიკაშვილი, ილურიძე.
მთავარი მწვრთნელი: უჩა სოსიაშვილი.
გაფრთხილება: თუთბერიძე (24), ჯავაშვილი (29), სამხარაძე (63).
მსაჯი: გოგა კიკაჩეიშვილი.
მკითხველის კომენტარები / 3 /
გამოცდილი-სიჭინავას ბრალია მაგი, მაგი უსინდისო რაა:)პენალტი იყო, მაგრამ ჯარიმა თუ იყო გოლი როგავიდა, მაგაზე არ იტყვიიტ რამეს
gamoucdeli
13:20 28-10-2015
0
მსაჯი ზუგდიდელებს საკუთარ საჯარიმოში ხელით თამაშის უფლებას აძლევს და ამ სტატიაში ამაზე არაფერს წერთ! რაზეა ეს სტატია ან რისთვის უნდა შევაფასოთ? უარყოფითად ვაფასებ ესეთ ხალტურას დაწერას და დაბეჭვდას!
გამოცდილი
12:05 28-10-2015
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული