საქართველოს თასი. 1/2-ფინალი: "ვიტ ჯორჯია" და "სიონი" ფრეზე გაიყარნენ

AutoSharing Option
ფოტო: Fcbolnisissioni.com

20 აპრილს მცხეთაში საქართველოს თასის პირველი ნახევარფინალური მატჩი გაიმართა.

"ვიტ ჯორჯიამ" ბოლნისის "სიონს" უმასპინძლა. მატჩი ფრედ, ანგარიშით 2:2 დასრულდა.

შეხვედრაში პირველი გოლის გატანა 26-ე წუთზე ლუის ალბერტომ შეძლო და "სიონი" დააწინაურა. 45-ე წუთზე კი გიორგი ვაზაგაშვილმა გაათანაბრა. 47-ე წუთისთვის  ღირდალაძის გოლით "ვიტ ჯორჯია" დაწინაურდა, თუმცა 77-ე წუთზე უკვე დიმიტრი ტატანაშვილმა გაათანაბრა.

საპასუხო მატჩი 5 მაისს გაიმართება.

მცხეთა, "მცხეთა პარკი"

ვიტ ჯორჯია-სიონი 2:2
გობები: 0:1 ლუის ალბერტო (26), 1:1 გიორგი ვაზაგაშვილი (45), 2:1 ზურაბ ღირდალაძე (47), 2:2 დიმიტრი ტატანაშვილი
(77)
მკითხველის კომენტარები / 1 /
კარგია რომ პირველი მატცი ფრედ დასრულდა დაზაბულობიდან გამომდიჰარე.ისე ვფიქრობ მაინც სიონი გავა.
vitali takidze
22:07 20-04-2016
0

სიახლეები პოპულარული