იურაი იარაბეკი: სასიამოვნოა, რომ მატჩს საქართველოს პრეზიდენტიც დაესწრება

AutoSharing Option
დღეს, 18 მაისს, ქუთაისში, რამაზ შენგელიას სახელობის სტადიონზე საქართველოს დავით ყიფიანის სახელობის თასის ფინალური შეხვედრა გაიმართება, რომელშიც ერთმანეთს თბილისის "დინამო" და ბოლნისის "სიონი" დაუპირისპირდებიან. მატჩი 19:00 სთ-ზე დაიწყება და მის პირდაპირ ტელერეპორტაჟს "მეორე არხი" წარმოადგენს.

ბოლნისის "სიონმა" თასის ფინალამდე ეროვნული ნაკრების ტექნიკურ ცენტრ "ბასაზე" ივარჯიშა. გუშინ გუნდი წყალტუბოში გაემგზავრა, 20 საათზე კი არმაზ ჯელაძის გაწვრთნილებმა რამაზ შენგელიას სახელობის სტადიონზე ღია ვარჯიში გამართეს. ქუთაისშია თბილისის "დინამოც". იურაი იარაბეკის შეგირდებმა გუშინ საფინალო
არენაზე გააგორეს ბურთი. მსუბუქი წვრთნა ერთ საათს გაგრძელდა.

მწვრთნელებმა მატჩისწინა ერთობლივი პრესკონფერენციაც ჩაატარეს.

იურაი იარაბეკი (თბილისის "დინამოს" მთავარი მწვრთნელი): "ყველანი საინტერესო და დაძაბულ ბრძოლას ველოდებით.

ვფიქრობ, ბევრი გულშემატკივარი მოვა, როგორც ჩვენი, ისე მოწინააღმდეგე გუნდის მხარდასაჭერად. ეს კი იმას ნიშნავს, რომ სტადიონზე კარგი გარემო იქნება.

სასიამოვნოა, რომ მატჩს საქართველოს პრეზიდენტიც დაესწრება".
მკითხველის კომენტარები / 1 /
არიოცნებო შენ მარტო გლადიატორები გაგამხნევებენ, დანარჩენი ხალხი ქუთაისელების ჩათვლით სიონს იარბაკევ ჯოჯოხეთი გელის შენგელიაზე.
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული