გუგა ფალავანდიშვილი: მიხარია, რომ ქუთაისისთვის დიდი საქმე გავაკეთეთ

AutoSharing Option
ქუთაისის "ტორპედოს" ფეხბურთელმა გუგა ფალავანდიშვილმა საქართველოს თასის ფინალში გამარჯვების შემდეგ ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა.

- ქუთაისის "ტორპედო" საქართველოს თასის მფლობელია

"ემოციებს ვერ გადმოვცემ - უზომოდ გახარებულები ვარ. პირველ რიგში იმიტომ, რომ ჩემთვის ეს პირველი თასია. მიხარია, რომ ქუთაისისთვის ნამდვილად დიდი საქმე გავაკეთეთ და დღეს ამაყი ვარ, რომ ამ გუნდის წევრი ვარ.

სეზონი ცუდად დავიწყეთ, მაგრამ მოვახერხეთ და დავიბრუნეთ ის, რაც ძალიან გვაკლდა - ერთობ. ერთ ოჯახად ვიქეცით და ეს ევროსაგზურის მოპოვებაში დაგვეხმარა.

ჩვენი მთავარი მიზანიც ევროსაგზური იყო. ამისთვის ყველანი დავიხარჯეთ და
შედეგმაც არ დააყოვნა", - განაცხადა ფალავანდიშვილმა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული