"ბარსას" დუბლების 12:0 და დიდი სკანდალი ესპანეთში

AutoSharing Option
რამდენიმე დღის წინათ, ესპანეთის მესამე დივიზიონის მატჩში პირველადგილოსანმა "ბარსელონა B"-მ ბოლოადგილოსან "ელდენსეს" 12:0 მოუგო. ეს ყველაზე დიდი სხვაობაა, რომელიც ხსენებულ ლიგაში ბოლო 25 წლის განმავლობაში დაფიქსირდა. ამ მატჩმა დიდი ეჭვები გამოიწვია.

მატჩების ჩაწყობასთან დაკავშირებით ბრძოლა მთელი ევროპის მასშტაბით გრძელდება და ამ შემთხვევაშიც საქმე რაღაც სუფთად ვერ არის. პოლიციამ უკვე დააკავა "ელდენსეს" მწვრთნელი ფილიპო ვიტო დი პიერო.

უფრო სწორად, ამ ადამიანს მესამე დივიზიონში მწვრთნელად მუშაობისთვის საჭირო ლიცენზიაც არ აქვს, მაგრამ რეალურად გუნდს ის წვრთნიდა, ხოლო ოფიციალურად გუნდის თავკაცად რუის კასერესი ეწერა.
სამართალდამცველებს ეჭვებით "ელდენსეს" პრეზიდენტმა დავიდ აგილიარმა მიმართა, რომელმაც ამ მარცხის მერე გუნდი მოხსნა ჩემპიონატიდან.

იგი ყველაფერს დი პიეროს აბრალებს ("ელდენსე" ისედაც გამოკვეთილი აუტსაიდერი გახლდათ). გარდა ამისა, აგილიარმა გაწყვიტა თანამშრომლობა იტალიელი ინვესტორების კომპანიასთან, რომელთანაც კონტრაქტი რამდენიმე თვის წინათ დადო და პოლიციას სთხოვა, ამ კომპანიის შესაძლო მონაწილეობის საკითხიც გამოიძიოს. თავის მხრივ, იტალიელებმა მის წინააღმდეგ შეიტანეს სარჩელი ცილისწამებისთვის. გამოძიება გრძელდება.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული