ესპანეთი. ლა ლიგა. XII ტური: დაძაბული დერბები [VIDEO]

AutoSharing Option
პრიმერას მე-12 ტური კატალონიური დერბით დაიწყო, მადრიდული და ანდალუსიური დერბით გაგრძელდა და 4 ნოემბერს ვალენსიური დერბით დასრულდება.

ამ მატჩების გარდა, დიდ ინტერესს ასევე "ათლეტების" დაპირისპირება იწვევდა.

"ბარსას" გაუჭირდა
პარასკევს "ბარსელონამ" და "ესპანიოლმა" ლა ლიგაში 159-ედ ითამაშეს და "ბარსამ" ისტორიაში 90-ე გამარჯვება მოიპოვა.

მასპინძლებს თამაში არ წაუვიდათ და რომ არა ვიქტორ ვალდესის გარჯა, პირველ ტაიმს "ესპანიოლი" მოიგებდა. შეხვედრის ერთადერთი გოლი კი ინდივიდუალური ოსტატობის შედეგი იყო - საჯარიმოში მარცხენა ფლანგიდან შესულმა ნეიმარმა ალექსის სანჩესი შენიშნა და ჩილელს შესანიშნავი საგოლე პასი მიაწოდა. ბურთი
"ესპანიოლის" ორ ფეხბურთელს ფეხებს შორის გაუძვრა და სანჩესს ცარიელ კართან მიუვიდა, საიდანაც მას გატანა აღარ გასჭირვებია.

საბოლოოდ, "ბარსელონამ" 1:0 მოიგო, მაგრამ არადამაჯერებელი თამაშის გამო მედიის კრიტიკა დაიმსახურა, რასაც ხერარდო მარტინო და ჟერარდ პიკე გამოეხმაურნენ:

"ჩვენი მთავარი მიზანი მატჩების მოგებაა, მაგრამ, ამავე დროს, "ბარსელონას" სტილს არ უნდა ვუღალატოთ. სეზონის სვლასთან ერთად, პროგრესი ჩვენს თამაშშიც იქნება.

ამ მომენტისთვის, იმდენად ხშირად ვთამაშობთ, რომ მხოლოდ ქულების აღებაზე ვფიქრობთ და არა სათამაშო სტილის გაუმჯობესებაზე.

ბოლო ექვს დღეში ცხრა ქულა ავიღეთ, ვიმარჯვეთ "ელ კლასიკოში" და კატალონიურ დერბიში და ამ სამ შეხვედრაში მხოლოდ ერთი გოლი გავუშვით. ასე რომ, უკმაყოფილების საფუძველი არ მაქვს",
- განაცხადა მარტინომ.

პიკემ კი საკუთარი გუნდის დაცვასთან ერთად, მთავარ მეტოქესაც "უკბინა":

"შესაძლოა, ის, რასაც ახლა ვიტყვი, ბევრს არ მოეწონოს, მაგრამ წარმოიდგინეთ, რა მოხდება, მადრიდის "რეალის" მსგავსად, ბოლო ხუთ წელიწადში მხოლოდ ერთი საჩემპიონო ტიტული და ერთი კოპა დელ რეი რომ მოგვეპოვებინა?!

უკვე იმდენი ხანია ვიმარჯვებთ, რომ თუ წელს ესპანეთის ჩემპიონატს და ჩემპიონთა ლიგას არ მოვიგებთ, ხალხი ჩათვლის, რომ სეზონი ჩავაგდეთ".

იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

ხემესის სიზმარი არ ახდა
მადრიდული დერბის წინ "რაიო ვალეკანოს" მთავარმა მწვრთნელმა პაკო ხემესმა განაცხადა, რომ მის გუნდს "რეალის" დამარცხების უნარი შესწევდა და იმედი ჰქონდა, რომ წინა დღეს ნანახი სიზმარი აუხდებოდა.

პაკოს სიზმარში "რაიომ" "რეალს" მოუგო (თუმცა ანგარიში ვერ გავიგეთ), აი, ცხადში კი ყველაფერი ასე იდეალურად არ იყო.

მეორე ტაიმის დებიუტში "სამეფო კლუბი" 3:0-ს იგებდა და უკვე მომდევნო შეხვედრაზე ("იუვენტუსთან") ფიქრობდა, მაგრამ ორწუთიან მონაკვეთში ყველაფერი თავდაყირა დადგა.

53-ე და 55-ე წუთებზე ჯერ პეპემ, შემდეგ კი ტრავმირებული კოენტრაოს ნაცვლად გამოსულმა მარსელომ საკუთარ საჯარიმოში თამაშის წესები დაარღვიეს. ორივე 11-მეტრიანი ხონათან ვიერამ გამოიყენა და თამაში, პრაქტიკულად, თავიდან დაიწყო.

"რაიო" სოლიდურ უპირატესობას ფლობდა, მაგრამ გამთანაბრებელი გოლი მასპინძლებმა ვეღარ გაიტანეს და სეზონში მე-9 მარცხი განიცადეს, რის გამოც გუნდი უკვე ბოლო პოზიციაზე დაეშვა.

მორიგი გოლები გაიტანა კრიშტიანო რონალდომ, რომელიც ლიონელ მესის უკვე 5 ბურთით უსწრებს. აღვნიშნოთ გარეთ ბეილის კარგი თამაშიც - უელსელმა, "სევილიასთან" მატჩის მსგავსად (სადაც დუბლი შეასრულა), აქაც ორი საგოლე გადაცემა მიითვალა.

მატჩის შემდეგ კარლო ანჩელოტი თავისი გუნდის გარჯით ძალიან უკმაყოფილო იყო:

"ზედიზედ მეორე შეხვედრაში მოხდა ისე, რომ 3:0-ს ვიგებდით, მაგრამ რამდენიმე წუთში ყველაფერი წყალში ჩავყარეთ.

წარმოუდგენელია, რომ ასეთი დონის გუნდი სამბურთიანი უპირატესობის მოპოვების შემდეგ ყველაფერს, პრაქტიკულად, თავიდან იწყებდეს და მეტოქეს თამაშში დაბრუნების შანსს აძლევდეს.

მეორე ტაიმში ძალიან ცუდად ვითამაშეთ და ამის შესახებ ფეხბურთელებთან აუცილებლად ვისაუბრებ. რა თქმა უნდა, გვარებს არ დავასახელებ, მაგრამ ზოგიერთი მოთამაშის თამაშით ძალიან უკმაყოფილო ვარ".

იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

ჯუკიჩი გადარჩა... ჯერჯერობით
მიროსლავ ჯუკიჩი "ვალენსიას" მწვრთნელის პოსტზე რჩება - მისმა გუნდმა "ხეტაფეს" მოუგო და 3-მატჩიანი წაგებათა სერია დაასრულა. შეხვედრის ერთადერთი გოლი 41-ე წუთზე დორლან პაბონმა გაიტანა, რომელსაც საგოლე გადაცემა შარშან "ხეტაფეში" მყოფმა პაკო ალკასერმა გაუკეთა.

მასპინძლებს ანგარიშის გათანაბრების და მატჩის გადარჩენის შანსი კი ჰქონდათ, მაგრამ ბოლო წამებზე გავილანმა ძალიან ხელსაყრელი მომენტი ვერ გამოიყენა.

ამ ეპიზოდს ფეხბურთელებს შორის შეკამათება მოჰყვა, გოლი რომ გასულიყო, მაშინ კი სკანდალს ნამდვილად ვერ ავცდებოდით. საქმე იმაშია, რომ "ვალენსიას" კონტრშეტევის დროს მასპინძელთა გოლკიპერმა მოიამ ტრავმა მიიღო, რის გამოც სტუმრებმა ბურთი აუტში გადააგდეს. თამაშის განახლების შემდეგ კი "ხეტაფეს" ფეხბურთელებმა "ფეირ პლეის" წესი დაარღვიეს, მეტოქეს ბურთი არ დაუბრუნეს და კინაღამ ანგარიშიც გაათანაბრეს.

გუაიტამ და ალექსის რუანომ ყვითელი ბარათები მიიღეს. გაწევ-გამოწევა საფინალო სასტვენის შემდეგაც გაგრძელდა, მაგრამ ყველაფერი მშვიდობიანად დასრულდა.

ათლეტების დერბი
მადრიდის "ატლეტიკომ" მორიგი გამარჯვება მოიპოვა და "ბარსას" არ ჩამორჩა. მიუხედავად მოლოდინისა, ბილბაოს "ატლეტიკმა" მეტოქეს ჯეროვანი წინააღმდეგობა ვერ გაუწია და უშანსოდ დამარცხდა.

მორიგი გოლი გაიტანა დიეგო კოშტამ, რომელიც წინ გასულ კრიშტიანო რონალდოს დაეწია. ანგარიში კი დავიდ ვილიამ გახსნა, ვინც თავი ზედიზედ მესამე შეხვედრაში გამოიჩინა.

აღვნიშნოთ კოკეს მორიგი საგოლე პასიც - "ატლეტიკოს" ახალგაზრდა ნახევარმცველის ანგარიშზე 7 საგოლე გადაცემაა და ამ კომპონენტში ის კვლავ გაუთანაბრდა ნეიმარს, რომელიც წინა დღეს გალიდერდა.
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge
ესპანეთი. ლა ლიგა. XII ტური
ბარსელონა-ესპანიოლი 1:0
გოლი: 1:0 ა. სანჩესი (68)
ბარსელონა (4-3-3): ვალდესი - დანი ალვეში, პიკე, მასკერანო (89. ბარტრა), მონტოია - ჩავი, ბუსკეტსი, ინიესტა (86. ფაბრეგასი) - ა. სანჩესი (83. პედრო), მესი, ნეიმარი
ესპანიოლი (4-2-3-1): კასილია - რაულ როდრიგესი, სიდნეი, ე. მორენო, ხუან ფუენტესი - დავიდ ლოპესი, ვიქტორ სანჩესი - ტორიე, აბრაამი (83. ლანსაროტე), ტიევი (63. ჯ. კორდობა) - სერხიო გარსია
გაფრთხილება: მასკერანო - ხუან ფუენტესი, ვიქტორ სანჩესი, ლანსაროტე
კუთხური: 7-2; ჯარიმა: 7-18; თამაშგარე: 4-1; კარში დარტყმა: 16-7 (5-2); ბურთის ფლობა: 75%-25%
მაყურებელი: 79 977

სოსიედადი-ოსასუნა 5:0
გოლები: 1:0 ანსოტეგი (33), 2:0 ი. მარტინესი (48), 3:0 გრიზმანი (56), 4:0 გ. კასტრო (81), 5:0 სეფეროვიჩი (88)
სოსიედადი (4-2-3-1): ბრავო - კ. მარტინესი, ანსოტეგი, ი. მარტინესი, ხოსე ანხელი - ელუსტონდო, რუბენ პარდო - გ. კასტრო, სურუტუსა (63. ჩაბი პრიეტო), გრიზმანი (72. აგირეჩე) - ველა (72. სეფეროვიჩი)
ოსასუნა (4-2-3-1): ანდრეს ფერნანდესი - ოიერი, ლოტიე, არიბასი (61. პუნიალი), დამია - ლოლო, ფ. სილვა - სეხუდო (52. ფლანიო), დე ლას კუევასი, რ. ტორესი - ორიოლ რიერა (77. მანუელი)
გაფრთხილება: გრიზმანი, ელუსტონდო -
გაძევება: ლოტიე (50. ოსასუნა)
კუთხური: 9-2; ჯარიმა: 8-6; თამაშგარე: 4-1; კარში დარტყმა: 17-5 (8-1); ბურთის ფლობა: 54%-46%
მაყურებელი: 25 938

ალმერია-ვალიადოლიდი 1:0
გოლი: 1:0 როდრი (38)
ალმერია (4-2-3-1): ესტებანი - ნელსონი, ტრუხილიო, ტორსილიერი, დუბარბიერი - ვერსა, აზიზი - ალექს ვიდალი, სორიანო (62. ტებარი), სუსო (74. ელდერ ბარბოსა) - როდრი (85. ოსკარ დიასი)
ვალიადოლიდი (4-2-3-1): დიეგო მარინიო - რუკავინა, მარკ ვალიენტე, ხესუს რუედა, პენია - ა. რუბიო, ფ. როსი (57. სასტრე) - ებერტი, დ. ლარსონი (80. ოსორიო), ო. რამოსი (70. რამა) - ხავი გერა
გაფრთხილება: ტრუხილიო, როდრი, ვერსა, ესტებანი - ებერტი, დიეგო მარინიო, პენია
გაძევება: ებერტი (75. ვალიადოლიდი)
კუთხური: 3-5; ჯარიმა: 15-13; თამაშგარე: 0-0; კარში დარტყმა: 14-8 (7-2); ბურთის ფლობა: 48%-52%
მაყურებელი: 9 278

ვალეკანო-რეალი 2:3
გოლები: 0:1 კრიშტიანო რონალდო (3), 0:2 ბენზემა (31), 0:3 კრიშტიანო რონალდო (48), 1:3 ხ. ვიერა (53-პენ), 2:3 ხ. ვიერა (55-პენ)
ვალეკანო (4-2-3-1): რუბენი - ტიტო, გალვესი, არბილია (51. ლარივეი), ნაჩო მარტინესი - ტრაშორასი, საულ ნიგესი - ბანგურა, ადრიანი (42. ა. ბუენო), იაგო ფალკე (68. ადრი ემბარბა) - ხ. ვიერა
რეალი (4-2-3-1): დიეგო ლოპესი - დანი კარვახალი (59. არბელოა), პეპე, სერხიო რამოსი, ფ. კოენტრაო (45. მარსელო) - ჩაბი ალონსო (46. ილიარამენდი), მოდრიჩი - ბეილი, დი მარია, კრიშტიანო რონალდო - ბენზემა
გაფრთხილება: ნაჩო მარტინესი, ტიტო, ტრაშორასი - დანი კარვახალი, ჩაბი ალონსო, დი მარია, მარსელო, მოდრიჩი
კუთხური: 6-1; ჯარიმა: 13-12; თამაშგარე: 3-3; კარში დარტყმა: 23-11 (6-5); ბურთის ფლობა: 59%-41%
მაყურებელი: 9 000

სევილია-სელტა 0:1
გოლი: 0:1 ალექს ლოპესი (47)
სევილია (4-4-2): ბეტუ - დ. ფიგეირაში, პარეხა, კარიკო, ა. მორენო - ხაირო სამპერიო (59. პეროტი), მბია (72. ტროხოვსკი), რაკიტიჩი, ვიტოლო - გამეირო, ბაკა (46. კრისტოფორო)
სელტა (4-3-2-1): იოელი - უგო მალიო, კაბრალი, ფონტასი, ტონი - ა. ფერნანდესი, ბორხა ოუბინია, ალექს ლოპესი (82. ფ. ორელიანა) - სანტი მინა (65. რაფაელ ალკანტარა), ნოლიტო (90. ხ. ვილა) - შარლესი
გაფრთხილება: მბია, დ. ფიგეირაში - ტონი
კუთხური: 10-5; ჯარიმა: 12-15; თამაშგარე: 4-2; კარში დარტყმა: 14-17 (4-4); ბურთის ფლობა: 51%-49%
მაყურებელი: 27 000

ხეტაფე-ვალენსია 0:1
გოლი: 0:1 პაბონი (41)
ხეტაფე (4-2-3-1): მოია - ა. აროიო (78. გავილანი), ლისანდრო ლოპესი, ალექსისი, ს. ესკუდერო - ბორხა (50. ლასენი), მოსკერა - პედრო ლეონი, პ. სარაბია, ლაფიტა (56. დიეგო კასტრო) - მარიკა
ვალენსია (4-2-3-1): დიეგო ალვეში (13. გუაიტა) - ბარაგანი, რ. კოშტა, მატიო, ბერნატი - ხავი ფუეგო, პარეხო - პაბონი (65. კარტაბია), ბანეგა, პიატი (79. კანალესი) - პაკო ალკასერი
გაფრთხილება: პ. სარაბია, პედრო ლეონი, მარიკა, მოსკერა, ს. ესკუდერო, ალექსისი - პაკო ალკასერი, გუაიტა
კუთხური: 7-6; ჯარიმა: 17-7; თამაშგარე: 2-1; კარში დარტყმა: 14-16 (5-5); ბურთის ფლობა: 48%-52%
მაყურებელი: 7 500

ატლეტიკო-ბილბაო 2:0
გოლები: 1:0 ვილია (33), 2:0 დიეგო კოშტა (41)
ატლეტიკო (4-4-2): კურტუა - ხუანფრანი, მირანდა, გოდინი, ფილიპე ლუიში - ადრიანი (72. რაულ გარსია), გაბი, ტიაგო, კოკე - ვილია (83. კ. როდრიგესი), დიეგო კოშტა
ბილბაო (4-1-4-1): ირაისოსი - ირაოლა, გურპეგი, ლაპორტი (69. ალბისუა), ბალენსიაგა (37. ერიკ მორანი) - სან ხოსე - დე მარკოსი, მიკელ რიკო, ბენიატი (54. სუსაეტა), მუნიაინი - ადურისი
გაფრთხილება: მირანდა, გოდინი, ხუანფრანი, დიეგო კოშტა, რაულ გარსია - ირაოლა, მუნიაინი, ერიკ მორანი
გაძევება: ერიკ მორანი (74. ბილბაო)
კუთხური: 3-0; ჯარიმა: 15-21; თამაშგარე: 5-0; კარში დარტყმა: 15-2 (8-0); ბურთის ფლობა: 55%-45%
მაყურებელი: 53 000

ლევანტე-გრანადა 0:1
გოლი: 0:1 პიტი (90)
ლევანტე (4-2-3-1): კ. ნავასი - პედრო ლოპესი, ვინტრა, დ. ნავარო, ხუანფრანი - პ. დიოპი (69. სერჟიო პინტუ), ელ ადუა - ლელი (46. ივანშიტცი), რუბენ გარსია (76. ნონგი), ელ ჟარი - ბ. დიავარა
გრანადა (4-3-3): რობერტო - ნიომი (64. ფულკიე), დიახატე, მურილიო, ანგულო - ფრან რიკო, იტურა, რესიო - მ. პერეირა (60. ბრაჰიმი), ელ-არაბი, ბუონანოტე (78. პიტი)
გამოუყენებელი პენალტი: ელ ჟარი (25. ლევანტე)
გაფრთხილება: რუბენ გარსია, პედრო ლოპესი - მურილიო, ანგულო, დიახატე
კუთხური: 5-7; ჯარიმა: 15-15; თამაშგარე: 0-1; კარში დარტყმა: 13-15 (7-5); ბურთის ფლობა: 35%-65%
მაყურებელი: 13 500

მალაგა-ბეტისი 3:2
გოლები: 1:0 სანტა კრუსი (13), 1:1 ვერდუ (33), 2:1 ელიზეუ (61), 2:2 ხ. ფიგეირასი (63), 3:2 სამუ (90)
მალაგა (4-3-2-1): ვ. კაბალიერო - ხესუს გამესი, სერხიო სანჩესი, ველიგტონი, ანტუნეში - პორტილიო, ტისონე (85. სამუ), დარდერი - ოლინგა (64. ბ. ანდერსონი), ელიზეუ - სანტა კრუსი (76. ხუანმი)
ბეტისი (4-2-3-1): ანდერსენი - ხუანფრანი, პერკისი (54. ხოსე კარო), ხ. ფიგეირასი, ნაჩო - ა. ვადილიო (81. სედრიკ მაბვატი), ხავი ტორესი - ნონო, ვერდუ, ხუან კარლოსი (66. შტაინჰიოფერი) - ხორხე მოლინა
გაფრთხილება: ანტუნეში, ტისონე - ხუან კარლოსი, ნონო
კუთხური: 2-3; ჯარიმა: 12-22; თამაშგარე: 2-1; კარში დარტყმა: 10-8 (4-3); ბურთის ფლობა: 58%-42%
მაყურებელი: 21 209

4 ნოემბერი
ელჩე-ვილიარეალი 01:00

ბომბარდირები: 13 - დიეგო კოშტა (ატლეტიკო), კრიშტიანო რონალდო (რეალი); 8 - მესი (ბარსელონა); 7 - გრიზმანი (სოსიედადი), რაკიტიჩი (სევილია), ა. სანჩესი (ბარსელონა); 6 - ჯოვანი დოს სანტოსი (ვილიარეალი), ხავი გერა (ვალიადოლიდი), როდრი (ალმერია), ვილია (ატლეტიკო)

მომდევნო ტური:
8 ნოემბერი:
ოსასუნა-ალმერია, გრანადა-მალაგა

9 ნოემბერი:
რეალი-სოსიედადი, ხეტაფე-ელჩე, ბილბაო-ლევანტე, სელტა-რაიო ვალეკანო

10 ნოემბერი:
ესპანიოლი-სევილია, ვალენსია-ვალიადოლიდი, ვილიარეალი-ატლეტიკო, ბეტისი-ბარსელონა

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული