ლიდერებმა ქულები გაიყვეს და პირველ-მეორე პოზიცია შეინარჩუნეს, მადრიდის "რეალს" კი წინ გაქცეულ დუეტთან სხვაობის შემცირების შანსი მიეცა.
დაძაბული, მაგრამ არასანახაობრივი
"ვისენტე კალდერონზე" გასამართ შეხვედრას გულშემატკივრები დიდი ხნის განმავლობაში ელოდნენ.
გარდა იმისა, რომ თამაში უაღრესად მნიშვნელოვანი იყო სატურნირო ცხრილის თვალსაზრისით, მას ასევე ფსიქოლოგიური დატვირთვაც გააჩნდა - არწაგების შემთხვევაში ხომ დიეგო სიმეონეს გუნდი უკანასკნელ (თუ შემორჩა საერთოდ ასეთი) სკეპტიკოსსაც კი გააჩუმებდა.
"ატლეტიკო" და "ბარსელონა" ამ სეზონში ერთმანეთს
ორივე გუნდმა თამაში ჩვეული განლაგებით დაიწყო. დიეგო სიმეონეს განკარგულებაში უძლიერესი შემადგენლობა იყო, ხერარდო მარტინომ კი გამოჯანმრთელებული ლიონელ მესი და ნეიმარი სათადარიგოთა სკამზე დატოვა.
90 წუთის განმავლობაში სულ რამდენიმე საგოლე მომენტი შეიქმნა, მაგრამ 100-პროცენტიანი ერთზეც არ ითქმოდა. ყველაზე რეალური შანსი დიეგო კოშტას ჰქონდა, მაგრამ გაესპანელებულმა ბრაზილიელმა კარს ახლო მანძილიდან ააცილა.
მესი მოედანზე მეორე ტაიმის დაწყებისთანავე გამოჩნდა - არგენტინელმა ანდრეს ინიესტა შეცვალა, რომელმაც პირველ ნახევარში ტრავმა მიიღო და მარტინომ ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელის ჯანმრთელობით არ გარისკა.
"პულგას" გამოჩენამ "ბარსას" შეტევები გამოაცოცხლა. სტუმართა 10-იანი ტიბო კურტუას კარს რამდენჯერმე დაემუქრა, მაგრამ ბელგიელი მეკარე დამაჯერებლად ირჯებოდა, ერთ ეპიზოდში კი მესიმ თავისივე წამოწყებული კომბინაცია თავური დარტყმით დაასრულა, მაგრამ ბურთი კარს ააცილა.
"ატლეტიკოს" მხრიდან შეტევაში კოკე და არდა თურანი აქტიურობდნენ, მაგრამ მათი დარტყმები ვიქტორ ვალდესისთვის ხიფათს არ წარმოადგენდა.
საბოლოო ჯამში, თამაში აბსოლუტურად თანაბარი გამოდგა და ნულოვანი ფრეც ლოგიკურ შედეგად უნდა მივიჩნიოთ. ორივე გუნდის დამრიგებელი თამაშის შემდეგ კმაყოფილი იყო.
დიეგო სიმეონე:
"ატლეტიკოს" და "ბარსელონას" შორის სხვაობა სულ რაღაც 400 მილიონია. ასე რომ, შედეგით და ნაჩვენები თამაშით კმაყოფილი ვარ.
გეთანხმებით, ეს შეხვედრა საჭადრაკო პარტიას უფრო ჰგავდა. გულშემატკივრებს გოლების ნახვა სურთ, მაგრამ ჩვენ, პირველ რიგში, ჭკვიანური ფეხბურთის თამაშს ვცდილობთ.
"ბარსამ" ბოლო მატჩებში ბევრი გოლი გაიტანა და მათთვის თავისუფალი სივრცე რომ მიგვეცა, მაშინ აუცილებლად დავისჯებოდით".
ხერარდო მარტინო:
"ფრე ნორმალური შედეგია. შინ კმაყოფილები არ მივემგზავრებით, მაგრამ საწუწუნოც არაფერი გვაქვს. ვფიქრობ, კარგად ვითამაშეთ, განსაკუთრებით, დაცვაში.
შესაძლოა, შეტევაში დინამიკა გვაკლდა, მაგრამ მთლიანობაში, ჩვენს თამაშზე აუგს ვერ ვიტყვი.
გუნდი ნელ-ნელა უმატებს. სატურნირო ცხრილში 50 ქულა გვაქვს, რაც კარგი შედეგია, ეს ფრე კი ჩვენ კიდევ უფრო გაგვაძლიერებს".
"რეალს" გაუჭირდა
კონკურენტების მიერ ქულების დაკარგვით ისარგებლა "რეალმა", რომელსაც კატალონიის დედაქალაქში საკმაოდ რთული თამაში ჰქონდა. "ესპანიოლმა" მადრიდელებს ჯეროვანი წინააღმდეგობა გაუწია და მხოლოდ მინიმალური ანგარიშით წააგო.
კარლო ანჩელოტიმ ქარიმ ბენზემას უკან ანხელ დი მარია, გარეთ ბეილი და კრიშტიანო რონალდო გაამწესა, ისკო კი სათადარიგოთა სკამზე დატოვა.
არ უთამაშია ალვარო მორატასაც, რომლითაც რამდენიმე კლუბია დაინტერესებული და არაა გამორიცხული, ახალგაზრდა ფეხბურთელმა "სამეფო კლუბი" იჯარით დატოვოს.
უპირატესობას მთელი შეხვედრის განმავლობაში "რეალი" კი ფლობდა, მაგრამ კიკო კასილიას კარის აღება სტუმრებმა მხოლოდ ერთხელ, მეორე ტაიმის დებიუტში მოახერხეს. შეხვედრის ერთადერთი გოლი პეპემ გაიტანა, რომელმაც ლუკა მოდრიჩის საგოლე პასით იხეირა.
პორტუგალიელმა მცველმა ამ სეზონში თავი უკვე მესამედ გამოიჩინა, რაც გასაოცარი შედეგია, რადგან წინა 6 სეზონში მის ანგარიშზე მხოლოდ 4 გოლი იყო (თითო-თითო ბურთი ბოლო 4 სეზონში).
გოლეადა "ახალ სან მამესზე"
ბილბაოს "ატლეტიკმა" კარგ ფორმაში შესულ "ალმერიას" კუდით ქვა ასროლინა და 6:1 მოუგო. სტუმრებს ზედიზედ ორი გამარჯვება ჰქონდათ მოპოვებული და "სან მამეს ბარიაზე" გასამართ შეხვედრას ოპტიმიზმით ელოდნენ, თუმცა ანდალუსიელებისთვის ამ შეხვედრაში ყველაფერი 30-ე წუთზე დასრულდა, როდესაც აიმერიკ ლაპორტმა ანგარიში 3:0 გახადა.
მართალია, მალე ელდერ ბარბოსამ სხვაობა შეამცირა, მაგრამ "ბილბაომ" მეტოქეს მინიმალური შანსიც არ მისცა და მეორე ტაიმში ესტებანს ბურთი კარიდან კიდევ სამჯერ გამოატანინა. შეხვედრის პირველი გოლი მიკელ რიკომ გაიტანა და აღსანიშნავია, რომ 36 წლის ფეხბურთელისთვის ეს ამ ჩემპიონატში უკვე მეხუთე გოლი იყო - ვეტერანი საყრდენისთვის შესანიშნავი შედეგია.
სევილიელთა განსხვავებული სერიები
ევროთასების საგზურისთვის მებრძოლი "სევილია" მარცხს ბოლო წუთებზე გადაურჩა. უნაი ემერის შეგირდები "ელჩეს" მთელი შეხვედრის განმავლობაში სჯობდნენ, მაგრამ ვეტერან ტონიოს კარს გასაღებს ვერაფრით არგებდნენ.
სტუმართა მდგომარეობა კიდევ უფრო დამძიმდა მას შემდეგ, რაც მოედანზე კრისტიან ერერა გამოვიდა - "ელჩეს" ახალგაზრდა შემტევმა ასევე ცვლილებაზე გამოსული ფიდელის პასი შეირგო და მასპინძლები დააწინაურა.
"სევილიას" მხსნელად დანიელ კარისო მოევლინა - პორტუგალიელმა ბოლოსწინა წუთზე გაიტანა და საკუთარი გუნდის დაუმარცხებელი სერია 7 მატჩამდე გაზარდა.
13-მდე გაიზარდა კიდევ ერთი სევილიური გუნდის, "ბეტისის" სერია, ოღონდ "მწვანეებისთვის" სამწუხაროდ, აქ საქმე მოუგებელ მატჩებთან გვაქვს. ამ ტურში ხუან გარიდოს შეგირდები "ოსასუნას" მასპინძლობდნენ და ფავორიტებადაც მოჩანდნენ, მაგრამ "ბეტისმა" მორიგი მარცხი განიცადა.
ნონო, ხორდი ფიგერასი და რუბენ კასტრო - აი, ამ შეხვედრის სამი ანტიგმირი. პირველმა პირველივე ტაიმში ორი ყვითელი ბარათი მიიღო და გუნდი კაცნაკლული დატოვა, მეორემ ცვლილებაზე გამოსვლიდან რამდენიმე წუთში საკუთარ კარში გაიტანა, მესამემ კი პენალტი ვერ გამოიყენა.
გაძევება, ავტოგოლი, გაფუჭებული პენალტი - როდესაც გუნდი ამ ყველაფერს ერთ შეხვედრაში მოახერხებს, ის სამ ქულას ნამდვილად არ იმსახურებს.
ესპანეთი. ლა ლიგა. XIX ტური
გრანადა-ვალიადოლიდი 4:0
გოლები: 1:0 მურილიო (12), 2:0 რესიო (22), 3:0 რესიო (55), 4:0 ელ-არაბი (78)
გრანადა (4-3-2-1): რობერტო - ნიომი, მაინსი, მურილიო (64. კოეფი), ანგულო - რესიო (83. მ. პერეირა), იტურა, ფრან რიკო - ბრაჰიმი, პიტი - ელ-არაბი (86. რიკი)
ვალიადოლიდი (4-2-3-1): დიეგო მარინიო - რუკავინა, მარკ ვალიენტე, ხესუს რუედა, პენია - ვიქტორ პერესი (46. სასტრე - 61. ბარახა), ფ. როსი - ო. რამოსი, ოსკარი, ბერგდიხი (46. დ. ლარსონი) - ხავი გერა
გაფრთხილება: - ო. რამოსი, რუკავინა, ხესუს რუედა
კუთხური: 8-5; ჯარიმა: 11-13; თამაშგარე: 3-3; კარში დარტყმა: 15-11 (8-2); ბურთის ფლობა: 56%-44%
მაყურებელი: 12 338
ბილბაო-ალმერია 6:1
გოლები: 1:0 მიკელ რიკო (6), 2:0 ანდერ ერერა (11), 3:0 ლაპორტი (30), 3:1 ელდერ ბარბოსა (34), 4:1 ადურისი (52), 5:1 იბაი გომესი (68), 6:1 იბაი გომესი (87-პენ)
ბილბაო (4-2-3-1): ირაისოსი - ირაოლა, სან ხოსე, ლაპორტი, ბალენსიაგა - მიკელ რიკო, იტურასპე - სუსაეტა (50. იბაი გომესი), ანდერ ერერა, მუნიაინი (61. დე მარკოსი) - ადურისი (75. კიკე სოლა)
ალმერია (4-2-3-1): ესტებანი - რაფიტა, ტრუხილიო, ტორსილიერი, დუბარბიერი - ვერსა, აზიზი - ალექს ვიდალი (67. სუსო), სორიანო (55. ზონგო), ელდერ ბარბოსა - ოსკარ დიასი (54. ტებარი)
გაფრთხილება: სან ხოსე, მიკელ რიკო - ტორსილიერი
კუთხური: 8-6; ჯარიმა: 13-10; თამაშგარე: 2-4; კარში დარტყმა: 15-9 (7-2); ბურთის ფლობა: 62%-38%
მაყურებელი: 35 000
სელტა-ვალენსია 2:1
გოლები: 0:1 პარეხო (23), 1:1 შარლესი (50), 2:1 შარლესი (78)
სელტა (4-2-3-1): იოელი - უგო მალიო, კაბრალი, ფონტასი, ჯ. კასტრო - ბორხა ოუბინია, ალექს ლოპესი (71. კრონ-დელი) - ა. ფერნანდესი (72. ნოლიტო), რაფაელ ალკანტარა, ფ. ორელიანა - შარლესი (80. სანტი მინა)
ვალენსია (4-2-3-1): დიეგო ალვეში - ჟოაო პერეირა, რ. კოშტა (77. ბერნატი), მატიო (39. ვიქტორ რუისი), გუარდადო - ორიოლ რომეუ, პარეხო (64. ხავი ფუეგო) - ფეგული, კანალესი, პ. პიატი - ჟონასი
გაფრთხილება: - ჟოაო პერეირა, გუარდადო
კუთხური: 4-2; ჯარიმა: 7-14; თამაშგარე: 0-0; კარში დარტყმა: 21-11 (8-2); ბურთის ფლობა: 46%-54%
მაყურებელი: 20 000
ატლეტიკო-ბარსელონა 0:0
ატლეტიკო (4-4-2): კურტუა - ხუანფრანი, მირანდა, გოდინი, ფილიპე ლუიში - კოკე, ტიაგო (83. კ. როდრიგესი), გაბი, არდა თურანი - დიეგო კოშტა, ვილია (77. რაულ გარსია)
ბარსელონა (4-3-3): ვალდესი - დანი ალვეში, პიკე, მასკერანო, ალბა - ჩავი, ბუსკეტსი, ინიესტა (46. მესი) - ა. სანჩესი (67. ნეიმარი), ფაბრეგასი, პედრო (82. სერხი რობერტო)
გაფრთხილება: გაბი, გოდინი - ალბა, მასკერანო, დანი ალვეში
კუთხური: 7-6; ჯარიმა: 17-9; თამაშგარე: 3-2; კარში დარტყმა: 6-9 (2-2); ბურთის ფლობა: 31%-69%
მაყურებელი: 54 800
ელჩე-სევილია 1:1
გოლები: 1:0 კრისტიან ერერა (82), 1:1 დანიელ კარისო (89)
ელჩე (4-2-3-1): ტონიო - დ. სუარესი, პელეგრინი, ლომბანი, ედუ ალბაკარი - ხავი მარკესი, რუბენ პერესი - კარლეს ხილი (79. კრისტიან ერერა), კორომინასი, აარონ ნიგესი (70. ფიდელი) - ბოაკი (85. რივერა)
სევილია (4-4-1-1): ბეტუ - კოკე, ფასიო, დანიელ კარისო, ფ. ნავარო - ხ. რეიესი, მბია (71. პარეხა), იბორა (66. გამეირო), ვიტოლო - რაკიტიჩი - ბაკა (81. მარინი)
გაფრთხილება: პელეგრინი, კარლეს ხილი - იბორა, დანიელ კარისო, ხ. რეიესი
კუთხური: 8-5; ჯარიმა: 7-23; თამაშგარე: 1-7; კარში დარტყმა: 10-10 (3-3); ბურთის ფლობა: 51%-49%
მაყურებელი: 20 014
ხეტაფე-ვალეკანო 0:1
გოლი: 0:1 ბუენო (29)
ხეტაფე (4-2-3-1): მოია - ხუან ვალერა (62. დიეგო კასტრო), ლისანდრო ლოპესი, რაფა, ს. ესკუდერო - ლასენი, ბორხა - პედრო ლეონი (75. გავილანი), ლაფიტა (67. ა. კოლუნგა), პ. სარაბია - მარიკა
ვალეკანო (4-2-3-1): რუბენი - ტიტო, გალვესი, საულ ნიგესი, ნაჩო მარტინესი - რაულ ბაენა, ტრაშორასი - ლ. ბანგურა (82. რუბენ რამირო), ბუენო (72. ადრიანი), ხ. ვიერა - ნ. კასტილიო (73. ადრი ემბარბა)
გაფრთხილება: ს. ესკუდერო, პედრო ლეონი, გავილანი, ლასენი, ა. კოლუნგა - ნაჩო მარტინესი
კუთხური: 12-7; ჯარიმა: 19-14; თამაშგარე: 2-3; კარში დარტყმა: 14-14 (5-5); ბურთის ფლობა: 51%-49%
მაყურებელი: 8 000
ბეტისი-ოსასუნა 1:2
გოლები: 0:1 რობერტო ტორესი (2), 0:2 ხ. ფიგერასი (57-საკ. კარში), 1:2 ხორხე მოლინა (80)
ბეტისი (4-2-3-1): ანდერსენი - ხუანფრანი (46. ხორხე მოლინა), პაულაო, ამაია, ნაჩო - ნონო, ლ. რეიესი - ლეო ბაპტიშტაო (75. ჩული), სალვა სევილია (46. ხ. ფიგერასი), ა. ვადილიო - რუბენ კასტრო
ოსასუნა (4-2-3-1): ანდრეს ფერნანდესი - მარკ ბერტრანი, არიბასი, ლოტიე, დამია - ლოლო, ფ. სილვა - სეხუდო (76. ოიერი), რობერტო ტორესი, დე ლას კუევასი (59. ხ. აკუნია) - ორიოლ რიერა (61. რიესგო)
გამოუყენებელი პენალტი: რუბენ კასტრო (62. ბეტისი)
გაფრთხილება: ნონო, ლ. რეიესი, ხ. ფიგერასი, ამაია, ნაჩო - დე ლას კუევასი, ხ. აკუნია
გაძევება: ნონო (38. ბეტისი), ანდრეს ფერნანდესი (60. ოსასუნა)
კუთხური: 8-3; ჯარიმა: 20-11; თამაშგარე: 0-4; კარში დარტყმა: 22-7 (8-3); ბურთის ფლობა: 54%-46%
მაყურებელი: 28 000
ესპანიოლი-რეალი 0:1
გოლი: 0:1 პეპე (55)
ესპანიოლი (4-2-3-1): კასილია - ხავი ლოპესი, კოლოტო, ე. მორენო, ხუან ფუენტესი - ვიქტორ სანჩესი, რაულ როდრიგესი - სტუანი (84. პიცი), ალექსი (65. ლანსაროტე), ტორიე (65. სიმაო) - ჯ. კორდობა
რეალი (4-2-3-1): დიეგო ლოპესი - დანიელ კარვახალი (90. არბელოა), პეპე, სერხიო რამოსი, მარსელო - ჩაბი ალონსო, მოდრიჩი - დი მარია, ბეილი (76. ხესე როდრიგესი), კრიშტიანო რონალდო - ბენზემა (90. ილიარამენდი)
გაფრთხილება: ტორიე, ჯ. კორდობა - მოდრიჩი
კუთხური: 3-8; ჯარიმა: 19-12; თამაშგარე: 0-4; კარში დარტყმა: 10-23 (1-8); ბურთის ფლობა: 32%-68%
მაყურებელი: 32 131
ლევანტე-მალაგა 1:0
გოლი: 1:0 ბარალი (19)
ლევანტე (4-2-3-1): კ. ნავასი - პედრო ლოპესი, ვინტრა, კარაბელასი, ხუანფრანი - სიმაო ჟუნიორი, სერჟიუ პინტუ (46. კამარასა) - სუმეტრა, რუბენ გარსია (86. ექტორ როდასი), ივანშიტცი (61. პედრო რიოსი) - ბარალი
მალაგა (4-2-3-1): ვ. კაბალიერო - ხესუს გამესი, სერხიო სანჩესი, ველიგტონი (34. ფლავიო), ელიზეუ - ტისონე (78. ხუანმი), ი. კამაჩო - პორტილიო (62. ბ. ანდერსონი), სამუ, დუდა - სანტა კრუსი
გაფრთხილება: პედრო ლოპესი, ბარალი, კარაბელასი, პედრო რიოსი - ფლავიო, ტისონე, ხესუს გამესი, სერხიო სანჩესი, სამუ
კუთხური: 4-7; ჯარიმა: 24-16; თამაშგარე: 2-3; კარში დარტყმა: 8-22 (5-6); ბურთის ფლობა: 32%-68%
მაყურებელი: 11 278
13 იანვარი
ვილიარეალი-სოსიედადი 01:00
ბომბარდირები:
20 - კრიშტიანო რონალდო (რეალი); 19 - დიეგო კოშტა (ატლეტიკო); 12 - ანტუან გრიზმანი (სოსიედადი); 11 - ხავი გერა (ვალიადოლიდი), პედრო (ბარსელონა), ალექსის სანჩესი (ბარსელონა)
მომდევნო ტური
17 იანვარი:
მალაგა-ვალენსია
18 იანვარი:
ბეტისი-რეალი, ელჩე-რაიო ვალეკანო, გრანადა-ოსასუნა, ესპანიოლი-სელტა
19 იანვარი:
ხეტაფე-სოსიედადი, ვილიარეალი-ალმერია, ლევანტე-ბარსელონა, ატლეტიკო-სევილია
20 იანვარი:
ბილბაო-ვალიადოლიდი
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"