The Guardian-მა კრიშტიანო რონალდო 2014 წლის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელა

AutoSharing Option
ბრიტანული გამოცემა The Guardian-ის ვერსიით, 2014 წლის საუკეთესო ფეხბურთელი მადრიდის "რეალის" თავდამსხმელი კრიშტიანო რონალდოა.

გამოცემამ წლის 100 რჩეული ფეხბურთელის შესახებ თავისი რეიტინგის ბოლო ნაწილი გამოაქვეყნა, სადაც სათავეში სწორედ პორტუგალიელი ფორვარდია.

რჩეულთა შორის მეორე საფეხური "ბარსელონას" ფორვარდ ლიონელ მესის უჭირავს, მესამე კი - მიუნხენის "ბაიერნის" მეკარე მანუელ ნოიერია.

შეგახსენებთ, რომ სწორედ ამ სამ ფეხბურთელს შორის უნდა გამოვლინდეს "ოქროს ბურთის" მფლობელიც.

ტოპ-ათეულში ასევე მოხვდნენ: არიენ რობენი, თომას მიულერი (ორივე - "ბაიერნი"), ლუის სუარესი, ნეიმარი (ორივე - "ბარსელონა"), გარეთ ბეილი ("რეალი"), ფილიპ ლამი ("ბაიერნი")
და სერხიო აგუერო ("მანჩესტერ სიტი").
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული