ბარსელონური "სპორტი" ამტკიცებს, რომ 9 თებერვალს ლიონელ მესი ოპერაციას გაიკეთებს. ლაპარაკია თირკმელების ოპერაციაზე, თუმცა ეს ქირურგიული ჩარევა უმნიშვნელო სახის იქნება.
ფორვარდს იმავე დღეს გაწერენ სახლში და ხუთშაბათს მან შეიძლება ვარჯიშიც განაახლოს.
შეგახსენებთ, რომ 28 წლის მესიმ ამ სეზონში 17 თამაშში 12 გოლი გაიტანა და 5 საგოლე პასიც მიითვალა.
(იბეჭდება მცირე ცვლილებით) ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"