ლუის ენრიკე და სხვები: ყველაზე მაღალანაზღაურებადი მწვრთნელები მსოფლიოში

AutoSharing Option
ფრანგულმა "ეკიპმა" ევროპის ყველაზე შემოსავლიანი მწვრთნელების სია გამოაქვეყნა. ფრანგულ გამოცემაზე დაყრდნობით, შეგვიძლია 12 სპეციალისტი გამოვარჩიოთ, რომელთაგანაც მხოლოდ 4-ს აქვს თვეში მილიონი ან მეტი ევრო შემოსავალი.

როგორც ირკვევა, ყველაზე შემოსავლიანი მწვრთნელი "ბარსელონას" თავკაცი ლუის ენრიკეა თვეში 1,56 მილიონი ევროთი, ხოლო მეორეზე "ბარსას" ყოფილი დამრიგებელი ხოსეპ გვარდიოლა მოდის, რომელიც ახლა "მანჩესტერ სიტის" თავკაცია. მესამეზე ჟოზე მოურინიოა (მანჩესტერ იუნაიტედი), ხოლო მეოთხეზე - კარლო ანჩელოტი (ბაიერნი).

ხუთეულს "არსენალის" მარადმწვანე მთავარი მწვრთნელი არსენ ვენგერი აგვირგვინებს. მადრიდის "რეალის" მესაჭე ზინედინ ზიდანი მხოლოდ მე-9 ადგილზეა.

მწვრთნელი გუნდი ხელფასი
1.
ლუის ენრიკე ბარსელონა 1 560 000
2. პეპ გვარდიოლა სიტი 1 480 000
3. ჟოზე მოურინიო მანჩესტერი 1 360 000
4. კარლო ანჩელოტი ბაიერნი 1 000 000
5. არსენ ვენგერი არსენალი 820 000
6. დიეგო სიმეონე ატლეტიკო 770 000
7. იურგენ კლოპი ლივერპული 692 000
8. ანტონიო კონტე ჩელსი 641 000
9. ზინედინ ზიდანი რეალი 449 000
10. უნაი ემერი პსჟ 420 000
11. მასიმილიანო ალეგრი იუვენტუსი 415 000
12. თომას ტუხელი დორტმუნდი 340 000

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 5 /
Au shen ra dzaan shors waxvedi )))) da vengers rato ar tvli mag siashi egec xo latinosia )))) dzaan gaxvedi
Emre
11:39 27-12-2016
0
ანონიმ გამოძვერი მაგ ბუნაგიდან :)

1. ლუის ენრიკე ბარსელონა 1 560 000
2. პეპ გვარდიოლა სიტი 1 480 000
3. ჟოზე მოურინიო მანჩესტერი 1 360 000
4. კარლო ანჩელოტი ბაიერნი 1 000 000

6. დიეგო სიმეონე ატლეტიკო 770 000

8. ანტონიო კონტე ჩელსი 641 000
9. ზინედინ ზიდანი რეალი 449 000
10. უნაი ემერი პსჟ 420 000
11. მასიმილიანო ალეგრი იუვენტუსი 415 000


ეს არის ჩამონათვალი ლათინურენოვანი მწვრთნელების (ზოგჯერ ტვინგამორეცხილებს რომ არ ესმით რაა ლათინურენოვანი-ლათინოსი და ისიც რომ არ იცის რომ ფრანგულიც (ზიდანი) იმავე ენებს განეკუთვნება )


ხოლო თუკი ზოგიერთი ზედმეტად უმეცარისათვის ამერიკული ფილმებიდან მოწოდებული იდეა "ლათინოსია" მხოლოდ ლათინური ამერიკის ქვეყნების წარმომადგენლები, მაშინ ,მაგრად ცუდად ყოფილა მისი საქმე :)
Jango
20:56 26-12-2016
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული