"ჩვენი მიზანი 2014 წელს ისეთივე წარმატების მიღწევაა, როგორც 2013-ში. ეს რთულია, მაგრამ ვფიქრობ, შესაძლებელი. "ბაიერნს" ჯერ კიდევ აქვს პოტენციალი, რომელიც ყველას უნდა ვანახოთ.
გარდა ბუნდესლიგისა და გერმანიის თასის მოგების, შეგვიძლია პირველი გუნდი გავხდეთ, რომელიც ჩემპიონთა ლიგის ტიტულს დაიცავს.
გასული წელი ჩემს კარიერაში საუკეთესო იყო, მაგრამ უფრო მეტი მინდა", - თქვა რიბერიმ.
მომზადებულია bundesliga.de-ს მიხედვით