ჩემპიონშიპის პლეი ოფის ფინალში, რომელიც "უემბლიზე" გაიმართა, "ჰადერსფილდმა" პენალტების სერიაში 4:3 აჯობა "რედინგს".
კლუბი ელიტაში 1972 წლის შემდეგ პირველად ითამაშებს.
შეგახსენებთ, რომ პრემიერლიგაში თამაშის უფლება უკვე მოიპოვეს "ნიუკასლმა" და "ბრაიტონმა".
საოცარია, მაგრამ ფაქტია - "ჰადერსფილდმა" პრემიერლიგაში თამაშის საგზური მას მერე მოიპოვა, რაც რეგულარული სეზონი გოლების უარყოფითი ბალანსით დაასრულა.
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"