დიეგო კოშტა "ატლეტიკოს" ფორმით და გზავნილი ანტონიო კონტეს [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ჯერ კიდევ ლონდონის "ჩელსის" საკუთრებაში მყოფი დიეგო კოშტა, "ატლეტიკოში" დაბრუნების სურვილზე მინიშნებას აკეთებს.

28 წლის თავდამსხმელმა, ბრაზილიაში ყოფნის დროს, Facebook-ზე Live ჩართო, სადაც ჩანს, რომ ის "ატლეტიკოს" ფორმაშია გამოწყობილი. გაესპანელებულ თანაკლუბელს სესკ ფაბრეგასმა მასხარა უწოდა, რაზეც კოშტას პასუხი ასეთი იყო: "ჩაეხუტე კონტეს".

ცნობილია, რომ "ჩელსის" მთავარმა მწვრთნელმა, ანტონიო კონტემ, კოშტას მოკლე ტექსტური შეტყობინებით აცნობა, რომ ის მის გეგმებში აღარ შედის.

ფეხბურთელს "ატლეტიკოში" დაბრუნება სურს, მაგრამ პრობლემას ის ქმნის, რომ FIFA-ს მიერ დაწესებული შეზღუდვის გამო, მადრიდელებს ფეხბურთელის დ
არეგისტრირება 2018 წლის იანვრამდე არ შეუძლიათ.

ამ ყველაფრის პარალელურად, "ბეშიქთაშის" გულშემატკივრები კოშტას კვალვ თურქეთში გადასვლას სთხოვენ. ბრაზილიელის Instagram-ის ერთ პოსტზე, უკვე თითქმის 4 მილიონი კომენტარია გაკეთებული და მათი ავტორების უმრავლესობა კოშტას სწორედ "ბეშიქთაშში" გადასვლას სთხოვს.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული