ინგლისური ფეხბურთის მმართველი ორგანოსგან ის სასწრაფო რეფორმებს მოითხოვს. აი, რას წერს ავტორიტეტული სპეციალისტი საკუთარ ბლოგზე, რომელიც "სანმა" გამოაქვეყნა:
"მე ინგლისის ყოველი ასაკობრივი ნაკრების დიდი გულშემატკივარი ვარ, რა დონის ტურნირზეც არ უნდა თამაშობდეს ის. ევროპის ახალგაზრდული ჩემპიონატის შედეგებით იმედგაცრუებული ვარ. გული მტკივა, რომ სხვების ფონზე ასე დამცირებულად ვგრძნობთ თავს. ჩვენ არ ვიცით, როგორ
ინგლისის ნაკრებებმა აქცენტი უნდა გააკეთონ "სუონსის" ან "უიგანის" სტილზე, ანუ ბურთის ფლობასა და თამაშის კონტროლზე. ასე რომ, ნაკრებებში მსგავსი ხელწერის მწვრთნელები გვჭირდება. ჩემი აზრით, კარგი კანდიდატურები იქნებიან გლენ ჰოდლი და სტივ მაკლარენი.
"ახალგაზრდობა" ბავშვებს სულაც არ ნიშნავს. ზოგიერთი მათგანი უკვე ვარსკვლავის სტატუსს ფლობს. კარგად დაფიქრდით, რამდენი ფეხბურთელი შეძლებს საბოლოოდ პრემიერლიგაში მოხვედრას ისრაელის ან ნორვეგიის ნაკრებებიდან? ჩვენი მთავარი პრობლემა ის არის, რომ ინგლისს არ აქვს თამაშის წინასწარ განსაზღვრული სქემა. გაიხსენეთ თუნდაც ინგლისის "ოქროს თაობის" შემადგენლობა: ჯერარდი, ლამპარდი, ტერი, რუნი... სახელებით, შესაძლოა, ის მსოფლიოში ყველაზე ძლიერი გუნდი ყოფილიყო, მაგრამ გვერდიგვერდ თამაში მათ არასდროს ეხერხებოდათ. ჩვენ, უბრალოდ, ვაწვდით ბურთს წინ და ვიმედოვნებთ, რომ გატანას შევძლებთ.
ინგლისის ასაკობრივ ნაკრებებს შორის ამ წუთას არანაირი კავშირი არ არსებობს. "ბარსელონაში" კი იოლად შეიძლება აიყვანო ფეხბურთელი ახალგაზრდული გუნდიდან და ძირითადში თავის ფუნქციას ის იოლად აუღებს ალღოს, რადგან თამაშის პრინციპი მსგავსია და ის მას ბავშვობიდან სწავლობს".
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ასევე იხილეთ:
ფინალური კვარტეტი: იტალია, ნორვეგია, ესპანეთი, ჰოლანდია