"ბარსელონამ" ჟერარდ დეულოფეუ "ევერტონში" გაუშვა

AutoSharing Option
"ბარსელონას" 19 წლის ფორვარდი ჟერარდ დეულოფეუ კარიერას ლივერპულის "ევერტონში" გააგრძელებს.

ჟერარდი "ბარსას" ყველაზე ნიჭიერ ახალგაზრდა ფორვარდად მიიჩნევა, მაგრამ შეტევაში ნეიმარის დამატების შემდეგ მას ძირითადში მოხვედრის შანსი არ ჰქონდა.

ამიტომ ერთ დროს "ბარსას" ბავშვთა გუნდში გიორგი ჭანტურიას მეწყვილე, იჯარის წესით ინგლისურ პრემიერლიგაში ითამაშებს.

კონტრაქტით, ის სეზონის ბოლომდე "ევერტონში" დარჩება. დეულოფეუს საბაზრო ფასი 15 მილიონი ევროა.

"ევერტონმა" შარშანდელი პრემიერლიგა მე-6 ადგილზე დაასრულა.

ასევე იხილეთ:
"ბარსელონა" ჟერარდ დეულოფეუს "დორტმუნდში" უშვებს
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული